ალუდა გოგლიჩიძე
  • მთავარი
  • კარიერა
    • განათლება
    • არაფორმალური განათლება
    • სამუშაო გამოცდილება
    • აკადემიური საქმიანობა
    • საზოგადოებრივი ცხოვრება
  • პორტფოლიო
    • კვლევები და პოლიტიკის დოკუმენტები
    • ტრენინგები
    • პროექტები
    • გამოცემები, ნაშრომები, სტატიები
  • აქტივობები
  • ბლოგი
    • მომავლის ლიდერები მშვიდობისა და სამართლიანობისთვის
      • შეხვედრა მოსწავლეებთან ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლაში
      • შეხვედრა ახალი ქართული სკოლის მოსწავლეებთან
  • მთავარი
  • /
  • წარმატების პლათფორმა
  • /
  • პროგრამები
  • /
  • საზაფხულო ბანაკი „მოგზაურობა მომავალში“
banaki 2026.07.21 05

საზაფხულო ბანაკი „მოგზაურობა მომავალში“

21 ივლისი, 2026 No Comments პროგრამები

🌿 „მოგზაურობა მომავალში“

საზაფხულო ბანაკი 13–17 წლის მოზარდებისთვის

1–15 აგვისტო | წალენჯიხა | „არტ მეურნეობა“ – კულტურისა და ინოვაციების ჰაბი

ზაფხული, რომელიც მომავალს განსაზღვრავსmimarthva 10

ყველა მშობელს სურს, რომ მისი შვილი იყოს წარმატებული, თავდაჯერებული, დამოუკიდებელი და ღირსეულად დაიმკვიდროს საკუთარი ადგილი საზოგადოებაში, მაგრამ თანამედროვე სამყაროში წარმატება მხოლოდ აკადემიურ ცოდნაზე აღარ არის დამოკიდებული.

დღეს ახალგაზრდას სჭირდება საკუთარი თავის შეცნობა, ემოციური ინტელექტი, კომუნიკაციის უნარი, ლიდერობა, თანამშრომლობა, კონფლიქტების მშვიდობიანი მართვა, კრიტიკული აზროვნება და მომავლის ხედვა.

სწორედ ამ იდეაზე შეიქმნა საზაფხულო ბანაკი „მოგზაურობა მომავალში“ — მეგაპროგრამის „მოგზაურობა მომავალში“ პირველი პრაქტიკული საგანმანათლებლო სივრცე, რომელიც აერთიანებს მერიტოკრატიისა და მშვიდობის კულტურის ღირებულებებს და ეხმარება მოზარდებს ღირსეულ და ოპტიმალურ თვითდამკვიდრებაში.

რატომ ეს ბანაკი?

ეს არ არის მხოლოდ საზაფხულო დასვენება.psd dasrulebuli 2

ეს არის სივრცე, სადაც მოზარდები:

  • 🔖 სწავლობენ საკუთარი თავის უკეთ შეცნობას;
  • 🔖 სწავლობენ კონფლიქტების მშვიდობიანად მართვას;
  • 🔖 ავითარებენ ლიდერულ და კომუნიკაციურ უნარებს;
  • 🔖 სწავლობენ გუნდურ მუშაობას;
  • 🔖 აყალიბებენ მომავალთან დაკავშირებულ მიზნებს;
  • 🔖 ქმნიან საკუთარ განვითარების პორტფოლიოს;
  • 🔖 პოულობენ ახალ მეგობრებსა და თანამოაზრეებს.

ჩვენ გვჯერა, რომ მომავალი შემთხვევით არ იქმნება — ის იქმნება დღევანდელი არჩევანით.

https://www.facebook.com/reel/926544953031385

პროგრამის სტრუქტურა

📘 I ნაწილი (1–8 აგვისტო) – ოპტიმალური თვითდამკვიდრება და მშვიდობა (კონფლიქტების მართვა და მოლაპარაკებების ხელოვნება)

ამ ნაწილის მთავარი მიზანია მოზარდებმა ისწავლონ საკუთარი თავისა და სხვების უკეთ გაგება, ემოციების მართვა, განსხვავებული აზრის პატივისცემა და კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტა.

პროგრამა მოიცავს:

  • ✅ კონფლიქტების მართვა, ბულინგისა და კიბერბულინგის პრევენცია;
  • ✅ ასერტულობა და შემოქმედებით მიდგომებს პრობლემების გადაჭრაში;
  • ✅ მედიაცია და მოლაპარაკებები;
  • ✅ თანატოლთა მხარდაჭერა და მშვიდობის კულტურა.
📗 II ნაწილი (8–15 აგვისტო) – ღირსეული თვითდამკვიდრება და ლიდერობა

მეორე ნაწილი ორიენტირებულია იმ უნარების განვითარებაზე, რომლებიც მოზარდს დაეხმარება საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენასა და მომავლის გაცნობიერებულ დაგეგმვაში.

პროგრამა მოიცავს:

  • ✅ საკუთარი თავის შეცნობა;
  • ✅ ემოციურ ინტელექტი და ლიდერობა;
  • ✅ ეფექტურ კომუნიკაციას;
  • ✅ კარიერის დაგეგმვა და მომავლის უნარები;
  • ✅ გუნდურ მუშაობა და მენეჯერული უნარები;
  • ✅ ავტონომიურობა და თვითმმართველობა.

როგორ ვისწავლით?

ბანაკი ეფუძნება არაფორმალური განათლების თანამედროვე მეთოდებს.

მონაწილეები ყოველდღიურად ჩაერთვებიან:

  • ✔️ ტრენინგებში;
  • ✔️ როლურ თამაშებში;
  • ✔️ დისკუსიებში;
  • ✔️ გუნდურ პროექტებში;
  • ✔️ სიმულაციებსა და პრაქტიკულ სავარჯიშოებში.

ამავდროულად პროგრამა დაბალანსებულია:

  • ✔️ სპორტული აქტივობებით;
  • ✔️ აქტიური დასვენებით;
  • ✔️ შემოქმედებითი სივრცეებით;
  • ✔️ კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებებით;
  • ✔️ თავისუფალი დროითა და მეგობრული გარემოთი.

რას მიიღებს მონაწილე?

ბანაკის დასრულების შემდეგ თითოეული მონაწილე:

✅ მიიღებს სერტიფიკატს;
✅ შექმნის პერსონალურ პორტფოლიოს;
✅ შეიმუშავებს საკუთარი მომავლის განვითარების გეგმას;
✅ მონაწილეობას მიიღებს გუნდურ პროექტებში;
✅ შეიძენს ახალ მეგობრებსა და მხარდამჭერთა ქსელს;
✅ მიიღებს შესაძლებლობას, მოტივაციისა და მიღწევების მიხედვით, მოიპოვოს სასწავლო გრანტი სასწავლო კურსზე: „არჩევნები — გზა არაფორმალური ლიდერობისკენ“ (პროგრამის ღირებულება — 480 ლარი)

➡️ გაიგეთ მეტი პროგრამის შესახებ.

ადგილი

📍 „არტ მეურნეობა“, წალენჯიხაart meurneoba

ბანაკი ჩატარდება „არტ მეურნეობაში“ — თანამედროვე კულტურისა და ინოვაციების ჰაბში, რომელიც მდებარეობს წალენჯიხის ულამაზეს ბუნებრივ გარემოში.

მონაწილეებს ელოდებათ:

  • auzi 01
  • ✔️ კომფორტული საცხოვრებელი;
  • ✔️ უსაფრთხო გარემო;
  • ✔️ კეთილმოწყობილი სივრცეები;
  • ✔️ სპორტული და შემოქმედებითი აქტივობების შესაძლებლობები;
  • ✔️ ბუნებასთან სიახლოვე.
  • 💻 თანამედროვე ციფრული გარემო

theatri

ბანაკის მონაწილეებს თავისუფალი დროისა და დამოუკიდებელი დავალებების შესრულების პერიოდში ხელმისაწვდომი ექნებათ არტ მეურნეობის თანამედროვე კომპიუტერული კლასი, რომელიც აღჭურვილია ინტერნეტითა და საჭირო ტექნიკური რესურსებით. ციფრული ტექნოლოგიები პროგრამაში  გამოიყენება როგორც სწავლის, თანამშრომლობის, კვლევის, შემოქმედებითი საქმიანობისა და კომუნიკაციის საშუალება. საჭიროების შემთხვევაში მონაწილეები შეძლებენ კომპიუტერული ტექნიკის გამოყენებას სასწავლო დავალებ

kompklasi 01

ების, პრეზენტაციების, პროექტების მომზადებისა და მშობლებთან ონლაინ კომუნიკაციისთვის.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მოზარდებმა ისწავლონ ტექნოლოგიების მიზნობრივი, პასუხისმგებლიანი და სასარგებლო გამოყენება — როგორც სწავლის, თანამშრომლობისა და განვითარების ინსტრუმენტის.

💙 ემოციური კავშირი შვილებთან
    ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ბანაკში ყოფნის პერიოდში მოზარდებმა შეინარჩუნონ თბილი და პოზიტიური ემოციური კავშირი საკუთარ ოჯახებთან. თავისუფალი დროის განმავლობაში მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა ინდივიდუალურად დაუკავშირდნენ მშობლებსა და ოჯახის წევრებს პირადი მობილური ტელეფონით ან ბანაკის kompklasi 02ტექნიკური რესურსების გამოყენებით. ამასთანავე, ბანაკის განმავლობაში დაგეგმილია მშობლების, მონაწილეებისა და ბანაკის ორგანიზატორების ერთობლივი ონლაინ შეხვედრები, სადაც მონაწილეები გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებას, შთაბეჭდილებებსა და მიღწევებს, მშობლებს ექნებათ შესაძლებლობა დასვან მათთვის საინტერესო კითხვები, ხოლო ერთობლივი მსჯელობის ფორმატში განიხილება ბავშვებისა და მშობლების სურვილები, მოსაზრებები და სამომავლო შესაძლებლობები.
    ჩვენ გვჯერა, რომ ასეთი ფორმატი გააძლიერებს ნდობას, ხელს შეუწყობს ოჯახისა და ბანაკის თანამშრომლობას და შექმნის თითოეული მოზარდისთვის უფრო უსაფრთხო და მხარდამჭერ გარემოს.

➡️ იხილეთ ლოკაცია:

ლეო ქიაჩელის 4, წალენჯიხა, საქართველო, 5200

https://www.facebook.com/ArtMeurneoba/

პროგრამის მართვა

ალუდა გოგლიჩიძე 2024.11.09 aluda goglichidze 02

    განათლების სფეროს სპეციალისტი, ტრენერი და ახალგაზრდული განვითარების პროგრამების ავტორი. ალუდა 1993 წლიდან აქტიურად არის ჩართული ახალგაზრდულ საქმიანობაში, სამოქალაქო განათლებისა და ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარებაში. იყო ახალგაზრდული გაეროს საქართველოს ქსელის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, კავკასიის ახალგაზრდული სამშვიდობო მოძრაობის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე, ხოლო მოგვიანებით — თბილისის მერიის ევროპული ახალგაზრდული ცენტრის შექმნის ინიციატორი და პირველი ხელმძღვანელი.
    წლების განმავლობაში მუშაობდა სკოლის დირექტორად, უნივერსიტეტის ლექტორად, ტრენერად და ახალგაზრდულ პროექტების ხელმძღვანელად. არის მოსწავლეთა თვითმმართველობის, ლიდერობის, არაფორმალური განათლების, კონფლიქტების მართვისა და მშვიდობის განათლების მიმართულებით არაერთი სასწავლო პროგრამის, ტრენინგისა და მეთოდური რესურსის ავტორი.
     2019 წელს ხელმძღვანელობდა სურამში განხორციელებულ საზაფხულო ბანაკს, ხოლო დღეს არის მეგაპროგრამის „მოგზაურობა მომავალში“ ავტორი და ხელმძღვანელი, რომლის ფარგლებში შეიქმნა მერიტოკრატიის სკოლა (Meritocracy School) და მშვიდობის სკოლა (Peace School).
     მისი პროფესიული საქმიანობა მოიცავს ათობით ტრენინგს, საჯარო ლექციას, ახალგაზრდულ შეხვედრასა და საგანმანათლებლო პროექტს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.
     ალუდა მრავალი წლის განმავლობაში იკვლევს ახალგაზრდების განვითარებას, მომავლის უნარებს, არაფორმალურ განათლებასა და მშვიდობის განათლებას და ამ გამოცდილებას პრაქტიკულ საგანმანათლებლო პროგრამებად გარდაქმნის.

www.aludagoglichidze.ge
ტარიელ სიხარულიძეtato 2

    ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, კვიპროსის საერთაშორისო მენეჯმენტის ინსტიტუტის (CIIM) მოწვეული ასოცირებული პროფესორი, მოწვეული ლექტორი საფრანგეთის ბიზნესსკოლებში NEOMA Business School-სა და EMLYON Business School-ში, ESSEC-IRENE-ის (პარიზი) ასოცირებული წევრი. 
    ტარიელი არის საერთაშორისო გამოცდილების მქონე ექსპერტი მოლაპარაკებების, მედიაციისა და კონფლიქტების მართვის სფეროში, სერტიფიცირებული მედიატორი და ქოუჩი. 
    ბანაკში ტარიელი მონაწილეებს გაუზიარებს პრაქტიკულ ცოდნას კონფლიქტების მართვის, მოლაპარაკებების, თანამშრომლობისა და მშვიდობის კულტურის მიმართულებით, ასაკობრივად ადაპტირებული, ინტერაქტიული და პრაქტიკული ფორმატით.
თემურ სუყაშვილიdsc4002

   სამოქალაქო განათლების/მოქალაქეობის მასწავლებელი. 2018 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეულის წევრი და 2019 წლის მოქალაქეობის წლის საუკეთესო მასწავლებელი.
   აქვს არაფორმალური განათლებისა და ახალგაზრდული საქმიანობის კუთხით 10 წლიანი გამოცდილება.  ხელმძღვანელობს ეკო და კინოკლუბებს, ატარებს ტრენინგებს დემოკრატიული კულტურის, ლიდერობის, მეწარმეობის, ადამიანის უფლებების, მედია წიგნიერებისა და სამოქალაქო მონაწილეობის მიმართულებით. მონაწილეობდა არაერთ საერთაშორისო Erasmus+ პროექტში როგორც მონაწილე, ჯგუფის ლიდერი და ტრენერი. არის პროექტების ავტორი და განმახორციელებელი, რომლის ინიციატივებშიც ასობით ახალგაზრდა იყო ჩართული. აქვს ლიდერობისა და ბანკების მართვის გამოცდილება. ჩართული იყო პროექტებში: „ერთიანი საქართველო ევროპისთვის“, „ახალგაზრდები სოციალური ცვლილებებისთვის“, „She’s Great“.
   დამთავრებული აქვს კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა და არის ილიას სახელმწიფო უნივერისტეტის მაგისტრი საერთაშორისო ურთიერთობებისა და რეგიონალური კვლევების მიმართულებით.

https://temursukashvili.blogspot.com/

ღირებულება

📘📗ბანაკის სრული პროგრამა (1-15 აგვისტო) - 1422 ლარი
📘 I ნაწილი (1–8 აგვისტო) - 790 ლარი 
📗 II ნაწილი (8–15 აგვისტო) - 790 ლარი 

ღირებულებაში შედის:

  • ✅ საცხოვრებელი;
  • ✅ კვება;
  • ✅ სასწავლო პროგრამა;
  • ✅ ყველა აქტივობა;
  • ✅ სასწავლო მასალები;
  • ✅ სერტიფიკატი;
  • ✅ პერსონალური პორტფოლიო.

ტრანსპორტირება: ბანაკის ღირებულებაში ტრანსპორტირების ხარჯები არ შედის. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, მონაწილეთა რაოდენობისა და საცხოვრებელი ადგილების გათვალისწინებით, ორგანიზატორები საჭიროების შემთხვევაში შემოგთავაზებენ ორგანიზებულ ტრანსპორტირებას დამატებითი საფასურის სანაცვლოდ

სპეციალური პირობები:

🎁ერთი კურსის არჩევის შემთხვევაში 10%-იანი ფასდაკლება დედ-მამიშვილებისთვის.

🎓 ბანაკის წარმატებით დასრულების შემთხვევაში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ სასწავლო გრანტები მეგაპროგრამის „მოგზაურობა მომავალში“ შემდგომ საგანმანათლებლო პროგრამებზე.

მზად ხართ, რომ ეს ზაფხული თქვენი შვილის მომავლის მნიშვნელოვან ნაბიჯად იქცეს?

ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.

👉გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ბანაკის შიდაგანაწესს და მონაწილის ქცევის კოდექსს (https://shorturl.at/y4obT) და შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/QmD4zM4FfhpogMfW6

#საზაფხულობანაკი #ზაფხული2026 #მოზარდები #ლიდერობა #მომავლისუნარები #მშვიდობისკულტურა #ემოციურიინტელექტი #თვითდამკვიდრება #ახალითაობა

გაზიარება:
წინა მომდევნო

კომენტარის დამატება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

არქივი

  • ოქტომბერი 2026
  • სექტემბერი 2026
  • ივლისი 2026
  • ივნისი 2026
  • მაისი 2026
  • აპრილი 2026
  • თებერვალი 2026
  • იანვარი 2026
  • დეკემბერი 2025
  • ნოემბერი 2025
  • ოქტომბერი 2025
  • სექტემბერი 2025

პროფილი

  • ბავშვობა
  • ოჯახი
  • გვარი
  • სიმბოლოები
  • ისტორიები

ღირებულებები

  • სამართლიანობა
  • დემოკრატია
  • მშვიდობა
  • მერიტოკრატია
  • კონკურენტუნარიანობა

მნიშვნელოვანი ინფორმაცია

  • დონაცია
  • მოხალისეობა
  • მხარდაჭერა
  • რესურსები
  • კონტაქტი
Facebook-f Linkedin Youtube Instagram

© 2025 Aludagoglichidze.ge | ყველა უფლება დაცულია