ალუდა გოგლიჩიძე
  • მთავარი
  • კარიერა
    • განათლება
    • არაფორმალური განათლება
    • სამუშაო გამოცდილება
    • აკადემიური საქმიანობა
    • საზოგადოებრივი ცხოვრება
  • პორტფოლიო
    • კვლევები და პოლიტიკის დოკუმენტები
    • ტრენინგები
    • პროექტები
    • გამოცემები, ნაშრომები, სტატიები
  • აქტივობები
  • ბლოგი
    • მომავლის ლიდერები მშვიდობისა და სამართლიანობისთვის
      • შეხვედრა მოსწავლეებთან ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლაში
      • შეხვედრა ახალი ქართული სკოლის მოსწავლეებთან
  • მთავარი
  • /
  • წარმატების პლათფორმა
  • /
  • პროგრამები
  • /
  • არჩევნები – გზა ფორმალური ლიდერობისკენ
khaveri 1

არჩევნები – გზა ფორმალური ლიდერობისკენ

30 აპრილი, 2026 No Comments პროგრამები

  წარმატების პლატფორმა- საქართველო / მერიტოკრატიის სკოლა

  „არჩევნები – გზა ფორმალური ლიდერობისკენ“

 🎓 თვითმმართველობის არჩევნებისთვის მოსამზადებელი ლიდერობის კურსი
VII-X კლასის მოსწავლეებისთვის

🚀 შენი ხმა – შენი გავლენა

 2026, თბილისი

პროგრამის აღწერა

❓ რას წარმოადგენს სასწავლო კურსი?

ეს არის 2-თვიანი პრაქტიკული სასწავლო კურსი VII-X კლასის მოსწავლეებისთვის, რომელიც მათ 2026 წლის სექტემბერ-ოქტომბერში დაგეგმილი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ამზადებს. კურსი ეხმარება მოზარდს, გააქტიურდეს სასკოლო ცხოვრებასა და მართვაში, შედეგად კი ჩამოყალიბდეს პასუხისმგებლიან, ავტონომიურ და წარმატებულ ლიდერად.

📈 რატომ არის ეს კურსი მნიშვნელოვანი?

საქართველოს კანონმდებლობით მოსწავლეებს საჯარო სკოლის მართვაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ: ისინი ქმნიან თვითმმართველობას, ირჩევენ კლასის და საფეხურის ლიდერებს, ხოლო მესამე საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარე სკოლის უმაღლესი თვითმმართველი ორგანოს — სამეურვეო საბჭოს წევრი ხდება. ეს კანონმდებლობის დონეზე, მაგრამ რეალობაში ხშირად მონაწილეობა უფრო ფორმალურ ხასიათს ატარებს – სტრუქტურულად უზრუნველყოფილია, მაგრამ შინაარსობრივად — შეზღუდული. ჩვენი მიზანია, „ფორმალური მონაწილეობა“ ვაქციოთ „რეალურ გავლენად“.

🎯 რას ისწავლი? (ტრანსფორმაციის ციკლი)

პროგრამის სტრუქტურა აგებულია თანმიმდევრულ ლოგიკაზე: მონაწილეობა → მართვის სისტემა → კვლევა → ანალიზი → დაგეგმვა → კამპანია → სიმულაცია → რეფლექსია.

სწავლება დაყოფილია სამ ფაზად:

🔵 ფაზა 1. თვითშემეცნება და როლის გააზრება

მოსწავლეები ეცნობიან სკოლის მართვის მოდელს და თავიანთ უფლება-მოვალეობებს. ისინი აანალიზებენ მონაწილეობის ფორმებს, ლიდერობის არსს, ემოციურ ინტელექტს და წყვეტენ: სურთ იყვნენ კანდიდატები თუ საარჩევნო გუნდის სტრატეგიული წევრები.

🟡 ფაზა 2. ფორმალური ლიდერობა და დაგეგმვა

აქცენტი კეთდება პროექტულ აზროვნებასა და მენეჯერულ უნარებზე: სკოლის საჭიროებების კვლევა (PBL), SWOT ანალიზი და SMART მიზნების დასახვა. მოსწავლეები ქმნიან რეალურ საარჩევნო პროგრამას, რომელიც ობიექტურ მტკიცებულებებს ეყრდნობა და ცრუ დაპირებების ნაცვლად რეალურ გეგმას წარმოადგენს.

🔴 ფაზა 3. პრაქტიკული მომზადება და რეალიზება

ფოკუსი გადადის პროგრამის ამომრჩევლამდე მიტანაზე: ეუფლებიან ეთიკურ დებატებს, საჯარო გამოსვლასა და სოციალური მედიის მართვას. ფაზა სრულდება არჩევნების სიმულაციით, სადაც მოსწავლეები პრაქტიკაში ცდიან საარჩევნო პროცედურებს.

 

🏆 პროგრამის მთავარი ამოცანები:

  1. ლიდერული პოტენციალის შეფასება და საარჩევნო როლის შერჩევა – მოსწავლე აანალიზებს საკუთარ ძლიერ მხარეებს და წყვეტს, რა როლში იქნება უფრო ეფექტური არჩევნების დროს, როგორც კანდიდატი, საარჩევნო კამპანიის მენეჯერი თუ სტრატეგი. ეს უზრუნველყოფს, რომ მისი ჩართულობა იყოს არა მხოლოდ აქტიური, არამედ გაცნობიერებული და შედეგზე ორიენტირებული.
  2. საჭიროებების კვლევა (PBL) და საარჩევნო პროგრამის მომზადება – მოსწავლე სწავლობს სკოლის რეალური პრობლემების იდენტიფიცირებას და მათ ანალიზს (SWOT), რათა შექმნას მტკიცებულებებზე დაფუძნებული საარჩევნო პროგრამა. ამოცანაა, ბუნდოვანი დაპირებები შეიცვალოს კონკრეტული, SMART მოდელით გაწერილი მიზნებით.
  3. კომუნიკაცია, დებატები და სიმულაცია / პრაქტიკული მომზადება – მოსწავლე ეუფლება საჯარო გამოსვლის, ეთიკური დებატებისა და საზოგადოებრივი აზრის ფორმირების ხელოვნებას, სოციალური მედიის მართვის უნარებს. კურსის კულმინაციაა არჩევნების სიმულაცია, სადაც მოსწავლე პრაქტიკაში ახორციელებს საარჩევნო კამპანიას და იცავს თავის პოზიციებს კონკურენტულ გარემოში.
  4. ლიდერული პორტფოლიოს შექმნა და კონკურენტული უპირატესობის მოპოვება – მოსწავლე ქმნის პერსონალურ პორტფოლიოს, რომელიც მოიცავს მის მიერ შემუშავებულ საარჩევნო სტრატეგიას/პროგრამას, კამპანიის გეგმასა და მიღწევების დამადასტურებელ მტკიცებულებებს. ეს არის ხელშესახები აქტივი, რომელიც მას უპირატესობას ანიჭებს საუნივერსიტეტო აპლიკაციებსა (Personal Statement) და სამომავლო დასაქმებაში.

📍 რას ვისწავლით? (პროგრამის შინაარსი)

  1. პროგრამის გახსნა: „თამაშის წესები“:
  • თვითმმართველობის მნიშვნელობა და არსი;
  • მოლოდინები და თამაში: „როგორი უნდა იყოს იდეალური სკოლა?“;
  • ლიდერობის პირველი გამოცდილების ანალიზი.
  1. სკოლის მართვის სისტემა და შესაძლებლობები:
  • მონაწილეობის კიბე: ნამდვილი vs ფორმალური მონაწილეობა;
  • მოსწავლეთა უფლებები და სამართლებრივი ბაზა;
  • სკოლაში პრაქტიკული მონაწილეობის ინსტრუმენტები.
  1. ლიდერობა და მონაწილეობის როლის შერჩევა:
  • ლიდერობის არსი და ემოციური ინტელექტი;
  • ასერტულობა და „ძალაუფლება სხვებთან ერთად“;
  • არჩევანი: კანდიდატი, კამპანიის მენეჯერი თუ სტრატეგი?.
  1. პრობლემების ანალიზი (PBL):
  • სკოლის რეალური საჭიროებების კვლევა;
  • პიროვნული და გუნდური SWOT ანალიზი;
  • პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა.
  1. სტრატეგიული დაგეგმვა და საარჩევნო პროგრამა:
  • SMART მიზნები: რეალური გეგმები vs ცარიელი დაპირებები;
  • პროგრამის სტრატეგიის შემუშავება;
  • რესურსების მობილიზება და მართვა.
  1. საარჩევნო კამპანიის დიზაინი:
  • მესიჯი, სლოგანი და ლოგო;
  • მხარდამჭერებისა და ოპონენტების რუკა;
  • საკომუნიკაციო არხები – სკოლა და სოციალური მედია.
  1. ეფექტური კომუნიკაცია და დებატები:
  • ეთიკური ნორმები და დებატის ფორმატი;
  • საჯარო გამოსვლისა და კამერის წინ მუშაობის ხელოვნება:
  • რთულ და კრიტიკულ კითხვებზე პასუხის გაცემა.
  1. არჩევნების სიმულაცია:
  • ამომრჩევლებთან შეხვედრები და ალიანსების შექმნა:
  • საარჩევნო პროცედურების პრაქტიკული სიმულაცია:
  • შედეგების ანალიზი: ვინ მოიგო და რატომ?
  1. ფინალური პრეზენტაცია და პორტფოლიო:
  • საარჩევნო კამპანიის გეგმის წარდგენა;
  • თვითრეფლექსია და კურსის შეჯამება;
  • პერსონალური პორტფოლიოს მომზადება და სერტიფიკატების გადაცემა.

დასკვნა: ეს კურსი მოზარდს ამზადებს არა მხოლოდ არჩევნებში გამარჯვებისთვის, არამედ საკუთარი ცხოვრების აქტიურ არქიტექტორად ჩამოყალიბებისთვის.

 

🎯 ვისთვის არის პროგრამა?

„ლიდერებად არ იბადებიან — ლიდერებად ყალიბდებიან“: სასწავლო კურსი „არჩევნები — გზა ფორმალური ლიდერობისკენ“ შექმნილია VII–X კლასის მოსწავლეებისთვის, რომლებსაც არ სურთ მომავალს პასიურად დაელოდონ, არამედ თავად ქმნიან მას.

პროგრამა თქვენთვისაა, თუ:

  • გსურთ იყოთ გადაწყვეტილების მიმღები ლიდერი: თუ გსურთ იყოთ არა უბრალოდ სასკოლო ცხოვრების მონაწილე/დამკვირვებელი, არამედ ადამიანი, რომელიც რეალურ გავლენას ახდენს გარემოზე.
  • გსურთ თქვენი ხასიათი სიძლიერედ აქციოთ: პროგრამა თანაბრად ეფექტურია როგორც ენერგიული ექსტროვერტებისთვის (ქარიზმის მართვა და სტრატეგიული ლიდერობა), ისე ჩამფიქრებელი ინტროვერტებისთვის (საკუთარი „უხილავი ძალის“ აღმოჩენა და იდეების ეფექტური პრეზენტაცია).
  • ხართ VII–X კლასის მოსწავლე საჯარო ან კერძო სკოლაში: მიუხედავად იმისა, თქვენს სკოლაში თვითმმართველობა კანონით სავალდებულოა თუ ნებაყოფლობითი ინიციატივა, კურსი დაგეხმარებათ საარჩევნო კამპანიის დაგეგმვასა და რეალიზებაში. ხოლო იქ, სადაც ასეთი სტრუქტურული ერთეული ჯერ არ არსებობს, პროგრამა დაგეხმარებათ გახდეთ მისი შექმნის ინიციატორი.
  • ფიქრობთ საკუთარ პროფესიულ გზაზე: მნიშვნელობა არ აქვს, უკვე არჩეული გაქვთ მომავალი პროფესია თუ ჯერ კიდევ ძიების პროცესში ხართ — აქ შეძენილი უნარები (კომუნიკაცია, ანალიზი, გუნდური მუშაობა, მართვა…) უნივერსალურია და ნებისმიერ სფეროში წარმატების საფუძველია.
  • გჯერათ თანაბარი შესაძლებლობების: მერიტოკრატიის პრინციპის შესაბამისად, პროგრამა ღიაა ნებისმიერი აკადემიური მოსწრებისა და სოციალური სტატუსის მქონე მოზარდისთვის. წინსვლა დამოკიდებულია მხოლოდ თქვენს ნიჭზე, შრომასა და რეალურ დამსახურებაზე.

დასკვნა: ეს კურსი არის მათთვის, ვისაც სურს საკუთარი თავის, გარემოსა და მომავლის აქტიური არქიტექტორობა.

🧠 როგორ ვსწავლობთ?

ჩვენთან სწავლა არ ნიშნავს ერთგვაროვან თეორიულ ლექციებსა და ინფორმაციის დაზეპირებას. პროგრამა ეფუძნება აქტიური სწავლებისა და კეთებით სწავლის (Learning by Doing) პრინციპებს, სადაც მთავარი როლი მოსწავლეს ეკუთვნის.

ჩვენი მიდგომის 5 საყრდენი:

  1. 🚀 სწავლა კეთებით (Learning by Doing): თეორია მაშინვე გადაგვაქვს მოქმედებაში. პირველივე შეხვედრიდან ვიწყებთ უკეთესი სკოლის მოდელირებას და საკუთარი ლიდერული როლის განსაზღვრას.
  2. 📂 პროექტული სწავლება (PBL): ჩვენ არ ვსაუბრობთ აბსტრაქტულ თემებზე. მოსწავლეები მუშაობენ თავიანთი სკოლის რეალურ პრობლემებზე, ახდენენ მათ იდენტიფიცირებას და ეძებენ გადაჭრის შემოქმედებით გზებს.
  3. 🛠️ მენეჯერული ინსტრუმენტების ფლობა: კურსის განმავლობაში ვითვისებთ მენეჯერულ ტექნიკებს: SWOT ანალიზს (ძლიერი და სუსტი მხარეების შესაფასებლად) და SMART მოდელს (რეალური, მიღწევადი მიზნების დასასახად).
  4. 🎭 სიმულაციები და დებატები: პროგრამის კულმინაცია არჩევნების სიმულაციაა. მოსწავლეები გადიან სრულ ციკლს: კამპანიის დაგეგმვიდან და საჯარო დებატებიდან — ხმის მიცემის პროცედურამდე.
  5. 🤝 ემოციური ინტელექტი (EQ) და თანამშრომლობის ძალა: ფოკუსი კეთდება ასერტულ კომუნიკაციაზე, „ძალაუფლება სხვებთან ერთად“ პრინციპსა და გუნდში როლების სწორად გადანაწილებაზე.

დასკვნა: ლექციები მინიმუმამდე — პრაქტიკა მაქსიმუმამდე! შედეგად, მოსწავლე იღებს არა მხოლოდ ცოდნას, არამედ მზა პერსონალურ პორტფოლიოს და საკუთარი თავის, როგორც ლიდერის, რწმენას.

🏆 პროგრამის შედეგები, გავლენა და სარგებელი

კვლევებისა და სასწავლო რესურსების ანალიზის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოსწავლეთა ნამდვილი მონაწილეობა (და არა მხოლოდ ფორმალური ჩართულობა) ქმნის მრავალმხრივ სარგებელს ყველა ჩართული მხარისთვის. აი, ძირითადი არგუმენტები:

მოსწავლისთვის:

🚀 არჩევნები — გზა ფორმალური ლიდერობისკენ: შენი ტრანსფორმაციის საგზაო რუკა

პროგრამა მოსწავლეს ეხმარება, გარდაიქმნას პასიური დამკვირვებლიდან სასკოლო გარემოსა და საკუთარი ცხოვრების  აქტიურ არქიტექტორად. 9-კვირიანი კურსის განმავლობაში მოზარდი გადის გზას თვითშემეცნებიდან რეალურ, ფორმალურ ლიდერობამდე.

🌟 ძირითადი კომპეტენციები და მენეჯერული ინსტრუმენტები

  • სტრატეგიული აზროვნება და მართვა:
    • სკოლის ინსტიტუციური მართვის სისტემური გაგება და SWOT ანალიზის პრაქტიკული გამოყენება;
    • SMART მოდელით მიზნების დასახვა და ობიექტურ მტკიცებულებებზე დაფუძნებული საარჩევნო პროგრამის შექმნა;
    • რესურსების მობილიზება და საარჩევნო კამპანიის სრული დიზაინი;
    • პრობლემების ახალ შესაძლებლობებად და განვითარების რესურსად გარდასახვა.
  • ეფექტური კომუნიკაცია და ასერტულობა (Soft Skills):
    • ასერტულობა და ღირსეული თვითდამკვიდრება — საკუთარი პოზიციისა და ინტერესების დაცვა / „ოქროს შუალედის“ პოვნა უკანდახევასა და თავდასხმას შორის;
    • საჯარო გამოსვლა, ეთიკური დებატები და გავლენის გაფართოება „ძალაუფლება სხვებთან ერთად“ (Power With) პრინციპით;
    • კამპანიის მართვა სოციალურ მედიაში — „მთავარი სათქმელის“ (მესიჯის) სწორი ფორმირება.
  • ლიდერული ავტონომია და პასუხისმგებლობა (Attitudes):
    • გადაწყვეტილების მიმღები და არა მხოლოდ შემსრულებელი – ტრანსფორმაცია პასიური მონაწილიდან ლიდერამდე, რომელიც პასუხს აგებს საკუთარ თავზე, გუნდსა და სასკოლო წარმატებაზე;
    • „ძალაუფლება სხვებთან ერთად“ (Power With) – ემოციურ ინტელექტზე დაყრდნობით კონკურენტების პარტნიორებად ქცევა და გუნდის შთაგონება.

🎓 პიროვნული ტრანსფორმაცია და გრძელვადიანი ეფექტი

  • სასკოლო ცხოვრებაში:
    • აკადემიური წარმატება – კვლევების მიხედვით ჩართულობა 40%-ით ზრდის აკადემიურ მოსწრებას;
    • თვითრეალიზაცია – სკოლის, როგორც შესაძლებლობების სივრცის აღქმა და ავტორიტეტი თანატოლებში;
    • ინდივიდუალური სიძლიერე: ინტროვერტებისთვის — „უხილავი ძალის“ აღმოჩენა, ექსტროვერტებისთვის — ქარიზმის სტრატეგიული მართვა.
  • უნივერსიტეტსა და კარიერაში:
    • კვლევითი უნარები აკადემიური წარმატებისთვის – მზადყოფნა კვლევითი და ანალიტიკური მუშაობისთვის, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია საუნივერსიტეტო განათლებისას.
    • ლიდერული პორტფოლიო – დასრულებული პროგრამა და კამპანიის გეგმა არის ეფექტური აქტივი CV-სთვის და სტიპენდიებისთვის.
    • მენეჯერული საფუძვლები – პროექტების მართვის (Project Management) გამოცდილება მომავალი მმართველობითი როლებისთვის.

დასკვნა: ჩვენთან წარმატება შემთხვევითობა არ არის — ის დამსახურებაა. პროგრამის დასრულებისას მოსწავლე ხდება ავტონომიური, თავდაჯერებული და პასუხისმგებლიანი ლიდერი, რომელიც მზად არის ღირსეული თვითდამკვიდრებისთვის ნებისმიერ გარემოში.

🧠 ტრენერები

👨‍🏫 ვინ უძღვება პროგრამას? (ავტორი და ფასილიტატორი)

პროგრამის წარმატების მთავარი გარანტია ადამიანური რესურსი და მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილებაა. სასწავლო კურსის ავტორი, ხელმძღვანელი და ფასილიტატორია ალუდა გოგლიჩიძე, რომლის საქმიანობაც 1997 წლიდან უკავშირდება საგანმანათლებლო ინოვაციებსა და ლიდერობის განვითარებას.

რატომ ალუდა გოგლიჩიძე?

  • აკადემიური და პროფესიული ექსპერტიზა: კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და განათლების სკოლის (CES) დამფუძნებელი. მას ეკუთვნის არაერთი უნიკალური საგანმანათლებლო პროგრამა პედაგოგიკის, განათლების მენეჯმენტისა და პოლიტიკის მიმართულებით.
  • საჯარო მართვის გამოცდილება: სხვადასხვა დროს იკავებდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის, თბილისის მერის მოადგილისა და აკადემიკოს ი. ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქ. თბილისის #42 საჯარო სკოლის დირექტორის პოზიციებს.
  • მოსწავლეთა თვითმმართველობა: ის არის სამოქალაქო განათლების დამხმარე სახელმძღვანელოს ავტორი – „მონაწილეობა სკოლის თვითმმართველობაში“ (PH International / USAID), ასევ გახლდათ ევროპის საბჭოს პროექტის „დემოკრატია იწყება სკოლაში“ ტრენერი და კონსულტანტი.
  • ახალგაზრდული პოლიტიკა – ალუდა გახლდათ ახალგაზრდული გაეროს-საქართველოს ქსელის დამფუძნებელი და პრეზიდენტი, ასევე თბილისის ევროპული ახალგაზრდული ცენტრის დირექტორი.
  • საერთაშორისო თანამშრომლობა: სხვადასხვა დროს ის იყო საერთაშორისო ორგანიზაციების/პროექტების (WB, USAID, EC, PH International, TOT, PROVE…) კოორდინატორი, ტრენერი და კონსულტანტი.
  • მერიტოკრატიული ხედვა: კომპანია „წარმატების პლატფორმა — საქართველოს“ დირექტორი და „მოძრაობა მერიტოკრატიისთვის“ დაფუძნების ინიციატორი.

🌐 დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.aludagoglichidze.ge.

👨‍🏫 ფასილიტატორები და მენტორები: პროგრამის ფარგლებში თემატიკის მიხედვით ფასილიტაციასა და მენტორობას გაწევენ დარგის გამოცდილი და წარმატებული სპეციალისტები — როგორც თეორიტიკოსები, ისე პრაქტიკული გამოცდილების მქონე ადამიანები, რომლებიც მოზარდებს დაეხმარებიან საინტერესო საკითხების სიღრმისეულ გააზრებასა და გამოყენებაში, ინდივიდუალურ პროგრესსა და პოტენციალის მაქსიმალურ რეალიზებაში.

 

📅 ფორმატი და განრიგი

  • პერიოდი: ივნისი და სექტემბერი.
  • შეხვედრების რაოდენობა: 9 სესია.
  • სამუშაო ხანგრძლივობა: 3 საათი.
  • ფორმატი: ჯგუფური და ინდივიდუალური დავალებები, ინტერაქტიული სწავლება.
  • ლოკაცია: მირზა გელოვანის ქ. 25, თბილისი (მ/ს. სამედიცინო უნივერსიტეტთან)
  • სერტიფიკატების გადაცემა: 19 სექტემბერი.

💰 ღირებულება და გადახდა

პროგრამა ითვალისწინებს მოქნილ ფინანსურ პირობებსა და მერიტოკრატიულ ხელმისაწვდომობას:

  • პროგრამის ღირებულება: 480 ლარი
  • ეტაპობრივი გადახდა: სწავლის საფასურის დაფარვა ხდება 2 ეტაპად (სწავლის დაწყებიდან 1 კვირისა და 1 თვის ვადაში).
  • თანადაფინანსება: სოციალური ფაქტორის გათვალისწინებით, ხორციელდება განაცხადების მიღება სწავლის საფასურის თანადაფინანსებაზე.

👉 ხელმისაწვდომობა და თანადაფინანსება

🛡️ჩვენი ფილოსოფია მარტივია: ფინანსური ბარიერი არ უნდა გახდეს ნიჭიერი მოზარდის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორი. ამის უზრუნველსაყოფად:

  1. თანადაფინანსების მექანიზმი: კომპანია „წარმატების პლატფორმა — საქართველო“ აქტიურად თანამშრომლობს პარტნიორებთან და დონორებთან სწავლის საფასურის თანადაფინანსების მოსაპოვებლად.
  2. შეღავათები და სტიპენდია: სოციალური ფაქტორის გათვალისწინებით, ხორციელდება განაცხადების მიღება სწავლის საფასურის ნაწილობრივ დაფინანსებაზე. კომპანია შეეცდება, სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ არჩევბეში გამარჯვებული მოსწავლეებისთვის შემდგომ სასწავლო პროგრამებში (მერიტოკრატიის სკოლა, მშვიდობის სკოლა) სწავლისთვის სტიპენდიის ფონდის მობილიზებას.
  3. მერიტოკრატიული შერჩევა: დაფინანსების პრიორიტეტი ენიჭება მოსწავლის მოტივაციას, ინტერესსა და განვითარების სურვილს.

📝 რეგისტრაცია და შერჩევა

  • რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2026 წლის 31 მაისი.
  • პროცედურა: სარეგისტრაციო ფორმა უნდა შეავსოს მშობელმა ან კანონიერმა წარმომადგენელმა.
  • შერჩევა: აპლიკანტთან და მშობელთან ჩატარდება ონლაინ გასაუბრება ინდივიდუალური გრაფიკით.
  • რეგისტრაციის ბმული: https://forms.gle/Ecnu58MP7JsJ9xjTA

👉 საკონტაქტო ინფორმაცია

წარმატების პლატფორმა – საქართველო

📞 კონტაქტი: 598 – 386 – 388

ელ.ფოსტა: successplatform.ge@gmail.com

🌐 www.successplatform.ge           www.aludagoglichidze.ge

 

🚀 რეალური ლიდერობა იწყება სკოლიდან!

შენი ხმა მნიშვნელოვანია — მაგრამ გავლენა იწყება მაშინ, როცა იცი როგორ გამოიყენო ის

https://youtu.be/u1kY_EkhhuI

გაზიარება:
წინა მომდევნო

კომენტარის დამატება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

არქივი

  • მაისი 2026
  • აპრილი 2026
  • თებერვალი 2026
  • იანვარი 2026
  • დეკემბერი 2025
  • ნოემბერი 2025
  • ოქტომბერი 2025
  • სექტემბერი 2025

პროფილი

  • ბავშვობა
  • ოჯახი
  • გვარი
  • სიმბოლოები
  • ისტორიები

ღირებულებები

  • სამართლიანობა
  • დემოკრატია
  • მშვიდობა
  • მერიტოკრატია
  • კონკურენტუნარიანობა

მნიშვნელოვანი ინფორმაცია

  • დონაცია
  • მოხალისეობა
  • მხარდაჭერა
  • რესურსები
  • კონტაქტი
Facebook-f Linkedin Youtube Instagram

© 2025 Aludagoglichidze.ge | ყველა უფლება დაცულია