ალუდა გოგლიჩიძე
  • მთავარი
  • კარიერა
    • განათლება
    • არაფორმალური განათლება
    • სამუშაო გამოცდილება
    • აკადემიური საქმიანობა
    • საზოგადოებრივი ცხოვრება
  • პორტფოლიო
    • კვლევები და პოლიტიკის დოკუმენტები
    • ტრენინგები
    • პროექტები
    • გამოცემები, ნაშრომები, სტატიები
  • აქტივობები
  • ბლოგი
    • მომავლის ლიდერები მშვიდობისა და სამართლიანობისთვის
      • შეხვედრა მოსწავლეებთან ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლაში
      • შეხვედრა ახალი ქართული სკოლის მოსწავლეებთან
  • მთავარი
  • /
  • სიახლეები
  • /
  • სოციალურ-ემოციური უნარების სწავლება (2024-2025)
2024.05.17 19 sots emotsiuri unar. scavleba r 1

სოციალურ-ემოციური უნარების სწავლება (2024-2025)

26 ოქტომბერი, 2025 No Comments პროექტები და პროგრამები, სიახლეები https://www.youtube.com/watch?v=FjMUkKeVy88

პროექტი „სოციალურ-ემოციური უნარების სწავლება დაწყებითი განათლების სტუდენტებისათვის“ კავკასიის უნივერსიტეტში წარმატებით დასრულდა. ის განხორციელდა ბალტიისა და შავი ზღვის ალიანსი – საქართველოს (BBSA-Georgia)  ორგანიზებით, რომელიც ითვალისწინებდა სოციალურ-ემოციური სწავლების კურსის დანერგვას უნივერსიტეტებში.

პროექტში კავკასიის უნივერსიტეტის განათლების სკოლასთან ერთად მონაწილეობდნენ ბათუმის, ქუთაისის, სამცხე-ჯავახეთის, თელავის და ილიას უნივერსიტეტები.

პროექტის ფარგლებში, გადამზადდნენ პროექტში მონაწილე ექვსივე უნივერსიტეტის პროფესორები, მათ შორის კავკასიის უნივერსიტეტიდან ალუდა გოგლიჩიძე, მაია ზიბზიბაძე, ელენე ბეთლემიშვილი და მარიანა ხუნძაყიშვილი.

პროექტის მიზანია, დაწყებითი განათლების ბაკალავრეატის სტუდენტებისთვის, სოციალურ-ემოციური უნარების სწავლება.
სტუდენტებს მიეწოდათ ახალი სასწავლო კურსი, რომელიც მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიც არის: ემოციების მართვა, ურთიერთობები, თვითშემეცნება, ემპათია და ალტრუიზმი, კომუნიკაციის უნარები და კრიტიკული აზროვნება, სტრესთან გამკვლავება, მოზარდობის და ახალგაზრდა ასაკის ფსიქიკური პრობლემები და სხვა…
სწავლების კურსი შედგება 15 გაკვეთილისგან, რომელიც მოიცავს ემპირიულ ინტერაქციულ აქტივობებს, როლურ თამაშებს და დისკუსიებს. აღნიშნული ცოდნის და უნარების ათვისება, დაეხმარება მომავალ მასწავლებლებს, ხელი შეუწყონ პოზიტიური ფსიქოლოგიური გარემოს შექმნას სკოლებში, სადაც ისინი იმუშავებენ.
სასწავლო კურსის ავტორები:
• სიმონ სურგულაძე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ლონდონის კინგს კოლეჯის (King’s College London, UK) საუნივერსიტეტო კლინიკის კრიზისული სამსახურის ექიმი-ფსიქიატრი, კინგს კოლეჯის მოწვეული უფროსი ლექტორი.
• თინა ცომაია, აკადემიურ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესორი, ბალტიის და შავი ზღვის ალიანსის თავმჯდომარე.
• გიორგი ჭანტურია, განათლების სპეციალისტი, განათლების კოალიციის დირექტორი. (Ბატონი გიორგის ინიციატივით ყოველწლიურად ტარდება მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსი).
• მედეა ზირაქაშვილი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი „გამმას“ აკადემიური დირექტორი. (Ქალბატონი მედეა არის მოწვეული ლექტორი, ილიას სახელმწიფო და ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტებში).
პროექტის გენერალური სპონსორი გახლდათ Gudavadze Patarkatsishvili Foundation
პროექტის ოქროს სპონსორები იყვნენ: Pasha Bank და TBC – თიბისი
პროექტის განხორციელების შედეგად კავკასიის უნივერსიტეტში სოციალურ-ემოციური უნარების სწავლება დაინერგა დაწყებითი პედაგოგიკის პროგრამის ფარგლებში სავალდებულო, 2 ხუთკრედიტიანი საგნის სახით, პირველ და მეორე სემესტრში, რაც წარმოადგენს პროექტის სიცოცხლისუნარიანობისა და მდგრადობის ინდიკატორს.
გაზიარება:
წინა მომდევნო

კომენტარის დამატება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

არქივი

  • დეკემბერი 2025
  • ნოემბერი 2025
  • ოქტომბერი 2025
  • სექტემბერი 2025

პროფილი

  • ბავშვობა
  • ოჯახი
  • გვარი
  • სიმბოლოები
  • ისტორიები

ღირებულებები

  • სამართლიანობა
  • დემოკრატია
  • მშვიდობა
  • მერიტოკრატია
  • კონკურენტუნარიანობა

მნიშვნელოვანი ინფორმაცია

  • დონაცია
  • მოხალისეობა
  • მხარდაჭერა
  • რესურსები
  • კონტაქტი
Facebook-f Linkedin Youtube Instagram

© 2025 Aludagoglichidze.ge | ყველა უფლება დაცულია