19 ნოემბერს ძალიან საინტერესო შეხვედრა მქონდა მწვანე სკოლის (საბურთალო) მოსწავლეებთან თემაზე „მომავლის ლიდერები მშვიდობისა და სამართლიანობისთვის“, რომლის ფარგლებშიც მოზარდებს გავაცანი მერიტო-სკოლის და მშვიდობის სკოლის პროგრამები. ტრადიციულად პროცესი ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. გვქონდა დისკუსია მერიტოკრატიის მნიშვნელობასა და აქტუალურობაზე, ვისაუბრეთ ლიდერობის, კონფლიქტების მართვის, საკვანძო კომპეტენციების, კრიტიკული აზროვნების, ემოციურ ინტელექტის და სხვა მნიშვნელოვანი უნარების განვითარებაზე. შეხვედრა მოსწავლეთა მაღალი ცარტულობით და საინტერესოდ წარიმართა.
მერიტოკრატიის სკოლა – 2025 – ალუდა გოგლიჩიძე
მშვიდობის სკოლა – 2025 – ალუდა გოგლიჩიძე
#მერიტოკრატიის_სკოლა #მშვიდობის_სკოლა #მოძრაობა_მერიტოკრატიისთვის