მერიტოკრატიის სკოლის ერთ-ერთ პრიორიტეტს პრობლემების გადაჭრა, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება წარმოადგენს.
დღევანდელ სამყაროში წარმატებას არა მხოლოდ აკადემიური მიღწევები განსაზღვრავს. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მონაცემებით ანალიტიკური აზროვნება, შემოქმედებითობა და პრობლემების გადაჭრა გლობალური ბაზრის ტოპ უნარებია.
ფაქტია, წამყვანი უნივერსიტეტების 85% სტუდენტების შერჩევისას პრობლემების გადაჭრის პრაქტიკულ უნარებს უმთავრეს კრიტერიუმად განიხილავენ. ისინი ეძებენ არა მხოლოდ მაღალ აკადემიურ მოსწრებას, არამედ პროექტების შექმნისა და განხორციელების რეალურ გამოცდილებასაც.
მერიტოკრატიის სკოლა ჩამოგიყალიბებს ლიდერულ აზროვნებას. დაეუფლები პროექტების მართვას ისეთი მეთოდების გამოყენებით, როგორებიცაა: პრობლემებისა და მიზნების ხე, SWOT ანალიზი, მიზნების დასახვა SMART მეთოდით და სხვა.
შედეგად შენ შეძლებ უნივერსიტეტს ნიშნების ფურცელთან ერთად გაუგზავნო განხორციელებული პროექტების პორტფოლიოც, როგორც შენი კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების მტკიცებულება, რაც არა მხოლოდ უნივერსიტეტის კარს გაგიღებს, არამედ შენს წარმატებულ მომავალსაც განსაზღვრავს.
შემოუერთდი მერიტოკრატიის სკოლას და შექმენი შენი წარმატებული ცხოვრების პროექტი!
#მერიტოკრატიის_სკოლა #MeritocracyGeorgia #მშვიდობის_სკოლა
#მომავლის_ლიდერები #განათლება #ლიდერობა #მოძრაობა_მერიტოკრატიისთვის