სურამის საზაფხულო სკოლა-არაძალადობა სკოლკებში (2019)
ტრენინგი „ოპტიმალური თვითდამკვიდრება“
(კონფლიქტების მართვა და მოლაპარაკებების ხელოვნება)

მისალმება
1996 წელს იალტაში, უკრაინა, ახლგაზრდული გაეროს (მაშინდელი UNOY Foundation) ეგიდით გამართული კონფერენციის „მშვიდობის მშენებლობა კავკასიაში II” ფარგლებში ჩვენ ქართველი, აფხაზი და ოსი მონაწილეები შევთანხმდით შემდეგზე: მდინარე ენგურთან მოვაწყობდით აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრას რათა ჩაგვეტარებინა სემინარი მოლაპარაკებების ხელოვნების თემაზე. ეს შეთანხმება რეალობად ვერასოდეს იქცა სხვადსხვა, ჩვენთვის კარგად ნაცნობი თუ უცნობი მიზეზებისა და მოვლენების გამო.
დღესდღეობით მდგომარეობა, სამწუხაროდ, კიდევ უფრო რთულია: ერთის მხრივ, სახეზე გვაქვს ორი გაყინული კონფლიქტი, ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი ოკუპირებულია, რომელზეც საქართველოს სახელმწიფო თავის იურისდიქციას ვერ ახორციელებს, კონფლიქტის ზონის მიმდებარედ არსებული რთული მდგომარეობა და დროებით საზღვრებს მიღმა დარჩენილი საქართველოს მოქალაქეები. მეორეს მხრივ, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირებები, რომელიც თითქმის ყოველდღიურ რეალობად გვექცა და ამ დაპირისპირებების ფატალური შედეგები რაც ხშირად კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების არ ცოდნით არის გამოწვეული. შეთანხმება რომელზეც დასაწყისში მოგახსენეთ არ ყოფილა ოფიციალური, სახელმწიფოებრივი სტატუს მქონე დოკუმენტი მაგრამ ადასტურებდა ერთ ფაქტს: ჩვენ ქართველმა, აფხაზმა და ოსმა ახალგაზრდებმა ომის შემდგომ მძიმე პერიოდში მოვახერხეთ დაბრკოლებებისა და წყენის გადალახვა, ერთმანეთთან მოლაპარაკება და გარკვეულ შეთანხმებამდე მისვლა. ჩემი პირადი გამოცდილებიდან შემიძლია გითხრათ, რომ ამაში დიდი წვლილი მიუძღვის სწორედ კონფლიქტების მართვასა და მოლაპარაკებების პროცესთან დაკავშირებულ არაფორმალურ განათლებას, რომელიც მე მივიღე 1990-იან წლებში.
სწორედ ამ სულისკვეთებით შეიქმნა საზაფხულო სკოლის „არაძალადობა სკოლებში“ პროექტი, რომლის მთავარი მიზანი გახლავთ ახალგაზრდების აღჭურვა კონფლიქტების არაძალადობრივი გზებით მოგვარებისა და მშვიდობიანი მოლაპარაკებებისათვის საჭირო ცოდნითა და უნარ-ჩვევებით, სკოლის როგორც მძლავრი ინსტიტუციის დახამრება აღნიშნული მიზნის მისაღწევად და ამით მშვიდობის მშენებლობის ხელშეწყობა.
ალუდა გოგლიჩიძე
პროექტის ავტორი და სასწავლო კურსის ფასილიტატორი
შესავალი

საზაფხულო სკოლის „არაძალადობა სკოლებში“ პროექტი მოიაზრებდა დაბა სურამში ტრენინგ-კურსის ორგა
ნიზ
ებას „კონფლიქტების მართვისა და მოლაპარაკებების ხელოვნების“ თემაზე სკოლის პედაგოგების, ხელმძღვანელების, მშობლებისა და სკოლის X-XII კლასის მოსწავლეებისათვის.
საზაფხულო სკოლის მიზანი და ამოცანები
სასწავლო კურსის მიზანი გახლდათ სკოლებში კონფლიქტების მართვასთან დაკავშირებით ეროვნული სასწავლო გეგმის (მუხლი 7, პუნქტი 2, „ე“ ქვეპუნქტი) პრიორიტეტის რეალიზების ხელშეწყობა და სკოლებში არაძალადობრივი გარემოს შექმნა, ადამიანისა და პირველ რიგში მოსწავლეთა უფლებების დაცვა, მოსწავლეების მონაწილეობისა და როლის გაზრდა სკოლებში არაძალადობრივი გარემოს ფორმირებისა და დისციპლინის მართვის პროცესში და მშვიდობის მშენებლობის ხელშეწყობა.
ტრენინგ-კურსის, რომლის ხანგრძლივობა არის 30 საათი და შედგება 14 მოდულისაგან, ამოცანაა მონაწილეთა აღჭურვა კონფლიქტების მართვისა და მოლაპარაკებების საკითხებში საჭირო ცოდნითა და უნარ-ჩვევებით, რათა მათ შეძლონ კონფლიქტების პრევენცია, ეფექტური მართვა და მისი, როგორც მნიშვნელოვანი პოზიტიური ცვლილებებისა და ახალი შესაძლებლობებისათვის სასარგებლო რესურსის, გამოყენება. გარდა თეორიული განათლებისა, საზაფხულო სკოლის პროექტი ასევე მიზნად ისახავს თეორიული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზებისა და მთლიანად სისტემაში გავრცელების გეგმების დასახვას, რათა მონაწილეებმა რეალური გავლენა იქონიონ საზოგადოებაში და პირველ რიგში სკოლებში კონფლიქტების მართვისა და არაძალადობრივი გარემოს ფორმირების კუთხით არსებული პრობლემების მოგვარებაზე. პროექტის ორგანიზატორები და პარტნიორები გახლდათ:
- საქართველოს ჰუმანური განვითარების ცენტრი;
- სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი,;
- კომპანია „განვითარების ჯგუფი“;
- ახალგაზრდა მშვიდობის მშენებელთა გაერთიანებული ქსელი – საქართველო.
საზაფხულო სკოლის მონაწილეები
3-7 აგვისტოს ორგანიზებულ ტრენინგ-კურსში მონაწილეობდნენ სხადასხვა ქალაქებში (თბილისი, ქუთაისი, ჩაქვი, ბათუმი) არსებული საჯარო და კერძო სკოლების პედაგოგები და ხელმძღვანელები. 
11-16 აგვისტოს გამართულ ტრენინგ-კურსის მონაწილეთა შორის იყვნენ მოსწავლეები კონფლიქტის ზონის სკოლებიდან (ობუჯი, ჯარიანთკარი) და დევნილი მოსწავლეები თბილისადან, აჭარიდან და სამეგრელოდან.
ტრენინ – კურსის ავტორი და ფასილიტატორი
ტრენინგ-კურსის ავტორი და ფასილიტატორი გახლდათ ალუდა გოგლიჩიძე – კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, საგანმანათლებლო პროგრამების კონსულტანტი და ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მოსამზადებელი საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამის აკადემიური ხელმძღვანელი, ამავე პროგრამის ფარგლებში სასწავლო კურსის – „არაძალადობრივი გარემოს ფორმირება“, ავტორი და ლექტორი, რომელიც კონფლიქტოლოგიის სფეროში ჩართულია 1992 წლიდან, 1994-1997 წლებში აქტიურად იყო ჩართული კავკასიაში ახალგაზრდული მშვიდობის მშენებლობის პროცესებში, კითხულობდა ლექციებს საგანში „კონფლიქტების მართვა და მოლაპარაკებების ხელოვნება“თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტში (1997-2001) და საქართველოს დიპლომატიური აკადემიაში (1998-1999), ამავე თემაზე არის არაერთი ტრენინგ-კურსის ავტორი და ფასილიტატორი, აქვს სასკოლო სასწავლო გეგმაში (აკადემიკოს ი. ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის #42 საჯარო სკოლა, 2007-2012) კონფლიქტების მართვის თემაზე ფაკულტატურული საგნის დანერგვის გამოცდილება.
ტრენინგ–კურსების აღწერა და დღის წესრიგი
საზაფხულო სკოლის „არაძალადობა სკოლებში“ ფარგლებში ტრენინგ-კურსი „კონფლიქტების მართვა და მოლაპარაკებების ხელოვნება“ პედაგოგებისა და სკოლის დირექტორებისათვის გაიმართა 3-7 აგვისტოს დაბა სურამში. მასში მონაწილებას იღებდნენ 12 მონაწილე საქართველოს სხვადსხვა ქალაქებში არსებული როგორც საჯარო ასევე კერძო სკოლებიდან. 11-16 აგვისტოს კი აღნიშნული ტრენინგ-კურსი ჩატარდა სკოლის მოსწავლეებისათვის, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ 11 მოსწავლე საქართველოს სხვადსხვა ქალაქებიდან.
ტრენინგ-კურსის ფარგლებში სამუშაო რეჟიმი გახლდათ საკმაოდ ინტენსიური და დატვირთული. კერძოდ, მუშაობა იწყებოდა 10:00 საათზე და პერიოდული შესვენებებით გრძელდებოდა 18:00 საათამდე.
ტრენინგ–კურსების მიმდინარეობა
ტრენინგ-კურსის გახსნა
ტრენინგ-კურსი „კონფლიქტების მართვა და მოლაპარაკებების ხელოვნება“ დაიწყო ტრენინგის ფასილიტატორისა და მონაწილეთა მიერ ერთმანეთის გაცნობით. პირველი დავალება სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა: წყვილებად დაყოფილ მონაწილეებს თავიანთი პარტნიორებისათვის უნდა მოეყოლათ ზოგადი ინფორმაცია საკუთარი ავტობიოგრაფიიდან და ასევე მოკლედ აეხსნათ თუ რატომ იღებდნენ მონაწილეობას ტრენინგ-კურსში. დავალების თანახმად, ამის შემდეგ თოთოეულმა მონაწილემ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე თავისი მეწყვილე გააცნო აუდიტორიას.
მოდული – კონფლიქტის გაგება
ტრენინგ-კურსის პირველი მოდული შეეხებოდა კონფლიქტის არსის განსაზღვრებას. კერძოდ, საკუთარი ცხოვრებიდან წარმატებული და წარუმატებელი კონფლიქტების მაგალითისა და მათგად მიღებული შედეგების ანალიზის საფუძველზე მონაწილეები შეეცადნენ ჩამოეყალიბებინათ კონფლიქტის განსაზღვრება. აღსანიშნავია ის, რომ პედაგოგებისა და სკოლის ხელმძღვანელებისათვის კონფლიქტი ასოცირდებოდა ნეგატივთან, მათთვის კონფლიქტი აღმოჩნდა ცუდი, ხოლო სკოლის მოსწავლეები კონფლიქტს ხედავდნენ უფრო პოზიტიურად, ის რისგანაც რაიმე სარგებლის მიღება შეიძლებოდა. მონაწილეები ასევე გაეცნენ კონფლიქტის სიგნალებს – კრიზისი, დაძაბულობა, გაუგებრობა, ინციდენტი და დისკომფორტი. მსჯელობის შედეგად, ერთობლივად ისინი მივიდნენ დასკვნამდე, რომ კონფლიქტი არის ცხოვრების განუყოფელი ნაწილი მაგრამ მთავარია ამოიცნონ სიგნალები და მიუდგნენ მას იმგვარად, რომ კონფლიქტი იქცეს პროგრესის სტიმულად და საკუთარი თავისა თუ სხვათა შესახებ თვალსაწიერის გაფართოების შესაძლებლობად.
მოდული – კონფლიქტში მოქმედების ალტერნატივები და სტრატეგია „მოგება/მოგება“
აღნიშნული მოდული მოიცავდა საკითხს -კონფლიქტურ სიტუაციებში მოქმედების ალტერნატივები. მონაწილეები გაეცნენ შემდეგ ალტერნატივებს: კონფლიქტიდან გასვლა, კონფლიქტის ჩახშობა/დათრგუნვა, მოგება/დამარცხება, კომპრომისი, მოგება/მოგება. ფასილიტატორთან ერთად მათ ასევე იმსჯელეს თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს თითოეული აქ ჩამოთვლილი სტრატეგიის გამოყენებას. მოდული ასევე მოიცავდა პრაქტიკულ სავარჯიშოებს: მცირე ჯგუფებად დაყოფილ მონაწილეებს დაევალათ ჯგუფისათვის განკუთვნილი კონკრეტული დილემის განხილვა და აუდიტორიის დანარჩენი წევრებისათვის ამ დილემის გადაჭრის ალტერნატიული გზების შეთავაზება. მოდულის მთავარი მესიჯი გახლდათ შემდეგი: სტრატეგია „მოგება/მოგება,“ იქ სადაც ხდება ყველა მხარის ინტერესთა გაგება, კონფლიქტის გადასაჭრელად არაორდინალური გზების მოძიება და სადაც ორივე მხარე მოგებულია, ყველაზე ეფექტური და ეთიკური ალტერნატივაა.
მოდული – შემოქმედებითი მიდგომა -პრობლემიდან ახალ შესაძლებლობებამდე
ამ მოდულის მთავარი ამოცანა იყო ეჩვენებინა მონაწილეებისათვის, რომ საჭიროა მათ კონფლიქტი დაინახონ როგორც ამოცანა რომელსაც სჭირდება გადაჭრა. პირველ რიგში, ამისათვის საჭიროა ისინი კონფლიქტს მიუდგნენ შემოქმედებითად და მიიღონ სიტუაცია ისეთი როგორიც არის, მისი შეცვლის სურვილის დაკარგვის გარეშე. შემდეგ, ასევე საჭიროა მოცემული რთული სიტუაცია აღიქვან როგორც ექსპერიმენტის ნაწილი და დინამიური თვითდარწმუნებით, აქციონ კონფლიქტი ახალ შესაძლებლობად.
მოდული – თანაგრძნობა : ურთიერთობების ღია კარები
ადამიანებს შორის ურთიერთობები გახლდათ ამ მოდულის მთავარი თემა. კერძოდ, საუბარი და პრაქტიკული ამოცანები შეეხებოდა თუ რამდენად საჭიროა ადამიანებს შორის კარგი კომუნიკაცია, რომ მოსაუბრე პასუხისმგებელია არა მხოლოდ საუბრის შინაარსზე არამედ მათი მსმენელის გონებამდე დაყვანის პროცესზეც და რომ აუცილებელია მოსაუბრე განვიხილოთ როგორც თანაბარი, რომლის აზრსაც უნდა სცენ პატივი. ტრენინგის მონაწილეები ასევე გაეცნენ ცნებებს „აქტიური მოსმენა“ და „ურთიერთობების მეამბოხეები,“ ადამიანები რომელთაც ახასიათებთ კრიტიკა, უდროო რჩევები და ა.შ. და რაც ხშირად დამღუპველია ურთიერთობებისათვის.
| „ვიდრე მთავარ სათქმელს ვიტყვი, ცოტა შორიდან მოვუვლი. ყველაფერი საკუთარ თავთან კონფლიქტით, მყუდროებასთან ამბოხით და უცხო ადამიანებთან შეხვედრის ფარული უხერხულობით დაიწყო. ყოველდღიურობაში თითქოს ყველაფერი რიგზეა, თითქოს ზუსტად ვიცი, რომ მშვიდობა ავირჩიე და სადღაც შორს მოვისროლე ისეთი საშიში სიტყვები, როგორიცაა კონფლიქტი, ძალაუფლება და მისთ. და თურმე, ძალიან ვცდებოდი. ყველაფერი ამოყირავდა და აგერ უკვე მეოთხე დღეა, კოგნიტურ დისონანსში, უკაცრავად და, ვიხარშები…თავში სრული ქაოსი მაქვს, მაგრამ ვიცი, რომ გამოსავალი ყოველთვის არსებობს…ოპტიმისტი გუნდის ნაწილი ვარ, რომლის წევრებს მთელი გულით სწამთ განათლებისა და ცოდნის უპირატესობის“ – მონაწილე 1
|
მოდული – ოპტიმალური თვითდამკვიდრება
მოვერიდოთ „მე“ გამონათქვამებს….(მასალები არ მაქვს, მაქვს მხოლოდ სავარჯოშო)
მოდული – ერთობლივი ძალაუფლება
მოდული დაიწყო შემდეგი კითხვებით: რა არის ძალაუფლება? რასთან ასოცირდება ის? აღმოჩნდა, რომ მონაწილეთა უმეტესობისათვის ძალაუფლება დაკავშირებულია კონკრეტულ პოზიციასთან/პოზიციებთან და რომ, ძალაუფლება მეტწილად ნეგატიურია. შემდგომი საუბარი შეეხებოდა ძალაუფლების სხვადსხვა საფუძვლებს და ცნებას „ძალაუფლება-თან“ და არა „ძალაუფლება-ზე.“ კერძოდ, ფასილიტატორმა ისაუბრა გამოცდილებასა და მდგომარეობის გამოყენებაზე, ჯილდოს დაპირებასა და დასჯით მუქარაზე, ემოციურ მიჯაჭვულობასა და დარწმუნების უნარზე, გავლენასა და მანიპულაციაზე როგორც ბერკეტებზე, რომლებიც ეხმარებიან ადამიანებს მიზნის მიღწევაში და რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია კეთილსინდისიერად და პირიქით. ფასილიტატორმა ასევე განიხილა ე.წ. ძალაუფლების სამკუთხედი და მისი სამი კომპონენტი: ტირანი, მხსნელი/მშველელი და მსხვერპლი, რომელთაც ადამიანები მიმართავენ კონფლიქტურ სიტუაციებში. მან ასევე განმარტა, რომ სრულიად შესაძლებელია ეს სამკუთხედი გადაიქცეს ე.წ. „თვითშემეცნებით სამკუთხედად“ რომელშიც ტირანს, მხსნელს/მშველელსა და მსხვერპლს ჩაანაცვლებს მასწავლებელი, შუამავალი და მოსწავლე.
მოდული –კონფლიქტის დარუკება
მოდული – ალტერნატივების შემუშავება
| „ კარგია კონფლიქტი თუ ცუდი? შესაძლებელია დიდი უსიამოვნებისა და დაძაბულობის შემდეგ ადამიანს რაიმე პოზიტიური დარჩეს? ვინ არიან კონფლიქტის მხარეები ოპონენტები თუ პარტიორები? …როგორც უნდა მოვიქცეთ როცა კონფლიქტი იძაბება და დილემურ სიტუაციას აღწევს? შეიძლება თუ არა იგი ისე დასრულდეს, რომ კონფლიქტში მონაწილე ყველა მხარე მოგებული დარჩეს? ეს ის კითხვებია, რომლებზეც ერთი შეხედვით პასუხები მზად გვაქვს, თუმცა ტრენინგის შემდეგ მონაწილეებმა ბევრი რამ გადააფასეს…ხედვის კუთხის ცვლამ ბევრ პრობლემას ახალი ჟღერადობა მიანიჭა“ – მონაწილე 2 |
ამ მოდულის მეშვეობით ტრენინგის მონაწილეები გაეცნენ იმ მიდგომას რომელიც იძლევა ისეთი გადაწყვეტილებების გამომუშავების საშუალებას, რომლებიც მომგებიანი შეიძლება იყოს ყველა მხარისათვის. აღნიშნული მოდულის თანახმად, ამ მიდგომის პირველი ეტაპი გულისხმობს ალტერნატივების გამომუშავებას ერთობლივად, გონებრივი იერიშის მეშვეობით და შემოთავაზებული ალტერნატივების გვერდზე გაწევის გარეშე. მომდევნო ეტაპი კი გულისხმობს შემოთავაზებული ალტერნატივებიდან ერთის ან რამდენიმეს (საჭიროების მიხედვით) შერჩევას მისი/მათი განხორციელებადობის, ეფექტურობისა და სამართლიანობის გათვალისწინებით. ტრენინგის ფასილიტატორმა და მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს მესამე ეტაპზე, რომელიც გულისხმობს არჩეული ალტერნატივის/ალტერნატივების ცხოვრებაში გატარებას.
მოდული – მოლაპარაკებები
მოლაპარაკებების პროცესის ასპექტები იყო აღნიშნული მოდულის მთავარი თემა. ტრენინგ-კურსის მონაწილეებმა და ფასილიტატორმა ინტერაქტიულ რეჟიმში იმსჯელეს ისეთ კომპონენტებზე როგორებიცაა: მოლაპრაკების პროცესში ჩართული მეორე მხარის შეხედულებათა მოსმენა და საკუთარი თვალსაზრისის ახსნა, შეკითხვის დასმა რათა მოლაპარაკება საჭირო კალაპოტში წარიმართოს, პრობლემის გამოყოფა პოროვნებისაგან და მისი გადაჭრა პიროვნებაზე თავდასხმის გარეშე, საკუთარი მიზნის მიყოლა და ამავე დროს, მოქნილობის შენარჩუნება, უკუკავშირი და ა.შ.
მოდული – შუამავლობა
აღნიშნულო მოდული შეეხებოდა მოლაპარაკებების პროცესში შუამავლის როლს და რამდენად მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს კონფლიქტების მოგვარების უნარების ფლობა უთანხმოების ეფექტურად მოგვარებისათვის. ტრენინგ-კურსის ფასილიტატორმა მონაწილეებს გაუზიარა ის ნაბიჯები რომელთა გადაგმაც საჭიროა შუამავლობის პროცესში იმისათვის, რომ ოპონენტები იქცნენ პარტიორებად პრობლემების გადაწყვეტაში: მაგალითად, მნიშვნელოვანია ამ დროს გამოყენებულ იქნეს კონფლიქტის რუკები და პერიოდული რეზიუმეები, შუამავალმა გამოთქვას საკუთარი აზრი როგორც ალტერნატივები და არა როგორც დირექტივები, შეიქმნას ისეთი გარემო სადაც მონაწილეებს ექნებათ თავიანთი თვალსაზრისის დაფიქსირების მაგრამ ამავე დროს იმ თვალსაზრისის მოღების შესაძლებლობა რომელიც ეწინააღმდეგება მათ საკუთარს და სხვ.
სასწავლო კურსის პრაქტიკული გამოყენება და მისი შედეგები
კონფლიქტების რეზოლუციასა და მოლაპარაკებების ხელოვნებასთან დაკავშირებული თეორიული ცოდნის მიღების გარდა მონაწილეები ასევე ასრულბდნენ სხვადსხვა პრაქტიკულ დავალებებს. ტრენინგ-კურსი წარიმართა ინტერაქტიულ რეჟიმში და უნდა აღინიშნოს, რომ საზაფხულოს სკოლის მონაწილეთა ინტერესი საკითხის მიმართ და მათი ჩართულობა იყო საკმაოდ მაღალი. გარდა ამისა, როგორც დასაწყისში მოგახსენეთ, საზაფხულო სკოლის ამოცანა გახლდათ არა მხოლოდ თეორიული ცოდნის გაზიარება, არამედ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზებისა და მთლიადან სისტემაში გავრცელების გეგმების დასახვა. სწორედ ამ მიზნით, საზაფხულო სკოლის მონაწილეებმა ტრენინგის დასასრულს წარმოადგინეს პროექტის იდეები, რომელთა განხორციელებასაც შეეცდებიან ისინი თავიანთ სკოლებში. მონაწილეების მხრიდან საუბარი იყო კონფლიქტოლოგიის კლუბების გახსნაზე, სიტუაციური ამოცანებისა და ე.წ. ქეისების კრებულზე, სკოლებს შორის კომუნიკაციასა და საერთო ქსელის შექმნაზე, სკოლის თანამშრომლებისა ინფორმირებასა და მათთვის გამართულ ტრენინგებზე, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობასა და სხვადასხვა ღონიესძიებების ორგანიზებაზე და ასევე მოსწავლეთა კლუბების შექმნასა და საზღვრის პირა სოფლებში თანატოლებთან აქტიუ კომუნიკაციაზე. გარდა ამისა, სკოლის მოსწავლეების მიერ შემუშავებული იქნა დეკლარაცია სადაც ისინი თანხმდებიან, რომ გამოიყენებენ საზაფხულო სკოლის ფარგლებში მიღებულ ცოდნას, განავითარებენ კონფლიქტების რეზოლუციისა და მოლაპარაკებებისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს, ჩაერთვებიან აქტიურ დიალოგში თავიანთ თანატოლებთან და სკოლის ადმინისტრაციასთან და დაძებნიან გზებს სხვადასხვა ქვეყნებში თანატოლებთან კომუნიკაციისათვის რათა თავიანთი წვლილი შეიტანონ მშვიდობის მშენებლობაში. საზაფხულო სკოლის მონაწილეები ასევე აწარმოებდნენ ე.წ. დღიურებს; ყოველი დღის ბოლოს ისინი რიგ-რიგობით წერილობით გვიზიარებდნენ საკუთარ ემოციებსა და ტრენინგიდან მოღებულ შთაბეჭდილებებს. ტრენინგ – კურსის დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.
ტრენინგ-კურსის სტუმარი და პრეზენტაციები
სკოლის მოსწავლეებისთვის განკუთვნილ ტრენინგ-კურსის ფარგლებში, ტრენინგის სტუმარმა მონაწილეებს გააცნო ევროპის სკოლების მოსწავლეთა გაერთიანების საორგანიზაციო ბიურო [Organizing Bureau of European School Student Unions (OBESSU)], 1970-იან წლებში შექმნილი ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს სკოლის მოსწავლეთა გაერთიანებებს და ხელს უწყობს ახალგაზრდების აქტივობას და აძლევს მათ საშუალებას წარმოადგინონ საკუთარი ხედვები თუ როგორ გაუმჯობესდეს განათლების ხარისხი და პირობები სკოლებში. ტრენინგის სტუმარმა მოსწავლეებს ასევე გაუზიარა OBESSU-სთან თანამშრომლობის პირადი გამოცდილებაც.
ასევე, საზაფხულო სკოლის კოორდინატორმა მოსწავლეებს გააცნო ახალგაზრდა მშვიდობის მშენებელთა გაერთიანებული ქსელი [United Network of Young Peacebuilders (UNOY Peacebuilders)], ორგანიზაცია რომელიც შეიქმნა 1989 წელს როგორც ახალგაზრდებისა და ახალგაზრდულ ორგანიზაციათა მსოფლიო ქსელი და რომლის მთავარი მიზანიც არის ახალგაზრდების ჩართულობის უზრუნველყოფა კონფლიქტების რეზოლუციასა და მშვიდობის მშენებლობაში.
მხარდამჭერები
მადლობა ვუხდით საზაფხულო სკოლის „არაძალადობა სკოლებში“ მხარდაჭერისათვის:
- საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს;
- საქართველოს სახელმწიფო მინისტრს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქალბატონ ქეთევან ციხელაშვილს;
- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობია და სოციალური დაცვის სამინისსტროს;
- აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრს;
- ბათუმის განათლებისა და დასაქმების ცენტრს
- ს.ს. „თბილისი ცენტრალს“
- სურამის ახალგაზრდულ სახლსა და ბატონ გუბაზ კობერიძეს