მშვიდობის სკოლა VII-XII კლასის მოსწავლეებისთვის
საგანმანათლებლო პროგრამა „ოპტიმალური თვითდამკვიდრება“
(კონფლიქტების მართვა – მედიაცა-მოლაპარაკებები)
🔎 მშვიდობის სკოლა განკუთვნილია VII–XII კლასის მოსწავლეებისთვის და მოიაზრებს საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებას „ოპტიმალური თვითდამკვიდრება“, რომელიც მომზადებულია „არაძალადობიდან მშვიდობამდე“ სტრატეგიის ფარგლებში.
- 🎯 მშვიდობის სკოლის მიზანია:
- 👉 მოზარდების აღჭურვა კონფლიქტების მშვიდობიანი მართვის, არაძალადობრივი კომუნიკაციისა და ემოციური ინტელექტის განვითარებისათვის საჭირო კომპეტენციებით;
- 👉 ხელშეწყობა, სკოლებში შექმნან არაძალადობრივი გარემო და შეიტანონ საკუთარი წვლილი მშვიდობის კულტურის გაძლიერებაში;
- 👉 სტიმულირება, იყვნენ არაძალადობრივი და სამშვიდობო ინიციატივების ლიდერები სასკოლო გარემოსა და ცხოვრებაში.
- 💡 სასწავლო პროგრამის პრიორიტეტებია:
- 1️⃣კონფლიქტების მართვა და ეფექტური კომუნიკაცია;
- 2️⃣ლიდერობა – ასერტიულობა და თანამშრომლობის ძალა;
- 3️⃣მედიაცია და მოლაპარაკებები – თანამშრომლობა და არაძალადობრივი გარემოს ფორმირება;
- 4️⃣სოციალური პასუხისმგებლობა და მშვიდობის მშენებლობის ინიციატივები.
- 📚 როგორ ისწავლი?
- 👉 ინტერაქტიული მოდულები: თეორიული ბლოკები, პრაქტიკული სამუშაო შეხვედრები, როლური თამაშები;
- 👉 რეალური პრობლემების გადაჭრა, გუნდური პროექტები და ინიციატივების შექმნა;
- 👉 მენტორინგი და შეხვედრები სფეროს წარმატებულ ექსპერტებთან;
✨ მშვიდობის სკოლა არა მხოლოდ საგანმანათლებლო პროგრამაა – ეს არის სივრცე, სადაც ახალგაზრდა თაობა სწავლობს, როგორ იქცეს მშვიდობის ელჩად ყოველდღიურ ცხოვრებაში.
- 📌 პორტფოლიოს შექმნა და მისი მნიშვნელობა?
- სასწავლო პროგრამის მონაწილე შექმნის პორტფოლიოს (პირადი საქაღალდე), სადაც მოიყრის თავს ინფორმაცია მოზარდის გამოცდილებაზე, მიღწევებზე, უნარებზე და იმ აქტივობებზე, რომლებშიც მონაწილეობდა (ესსე, მცირე კვლევა, პროექტი, ნაშრომი ან სხვა შემოქმედებითი პროდუქტი), რაც მას დაეხმარება:
- 👉 საკუთარი განვითარების გზის დაფიქსირებაში;
- 👉 ახალი უნარებისა და მიღწევების წარმოჩენაში;
- 👉 მომავალში — უნივერსიტეტში აპლიკაციის წარდგენასა და/ან დაფინანსების მოპოვებაში (საქართველოშიც და უცხოეთშიც), განსაკუთრებით ისეთ პროფესიებზე, როგორებიცაა სახელმწიფო მართვა და დილომატია, პედაგოგიკა, ფსიქოლოგია, ბიზნესის ადმინისტრირება და სხვა.
- 🎓 დამატებითი შესაძლებლობები სკოლის მონაწილეებისთვის:
- შეეძლებათ გახდნენ მშვიდობის ელჩები სკოლებში
- ექნებათ კომპანიის სხვა პროექტებში მონაწილეობის უპირატესობა
- ექნებათ მხარდაჭერა სასკოლო პროექტებისა და ინიციატივების განხორციელებაში
🏆 სასწავლო კურსის წარმატებული მონაწილეები მიიღებენ სერტიფიკატს!
- 👨🏫 სასწავლო კურსის ავტორი და ფასილიტატორი
- სასწავლო პროცესს წარმართავს ალუდა გოგლიჩიძე – „არაძალადობიდან მშვიდობამდე“ სტრატეგიის ავტორი, კომპანია „წარმატების პლათფორმა – საქართველოს“ დირექტორი და კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, განათლების სფეროსა და ახალგაზრდულ პოლიტიკაში მრავალწლიანი გამოცდილებით, კავკასიაში ახალგაზრდული სამშვიდობო მოძრაობის მონაწილე, კონფლიქტების მართვის, მოლაპარაკებების ხელოვნებისა და არაძალადობრივი გარემოს ფორმირების თემებზე საგანმანათლებლო პროგრამებისა და პროექტების ავტორი და განმხორციელებელი (www.aludagoglichidze.ge )
🎯დამატებითი ინფორმაცია და რეგისტრაცია: https://forms.gle/EpHGtSPtr43TELdQ7
✨ შემოუერთდი მშვიდობის სკოლას და გახდი შენი სკოლის მშვიდობის ელჩი!
- 🔗 დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
- მობილური: 598 – 386 – 388
- ელ. ფოსტა: meritocracy.georgia@gmail.com
- www.aludagoglichidze.ge
- www.successplatform.ge
#მშვიდობის_სკოლა #არაძალადობიდან_მშვიდობამდე #მომავლის_ლიდერები #განათლება #ლიდერობა #არაძალადობა #განათლება_მშვიდობისთვის #ოპტიმალური_თვითმმართველობა