მერიტოკრატიის სკოლა – გახდი მომავლის ლიდერი!
👉 მერიტოკრატიის (საშაბათო) სკოლა განკუთვნილია IX–XII კლასის მოსწავლეებისთვის
🔎 რა არის მერიტოკრატია?
- მერიტოკრატია არის სოციალური სისტემა ან ორგანიზაციული პრინციპი, რომლის თანახმადაც ინდივიდის წინსვლა, დაწინაურება და სოციალური სტატუსი განისაზღვრება მისი ნიჭით, უნარებით, დამსახურებითა და მიღწევებით – და არა ისეთი ფაქტორებით, როგორიცაა:
- ქონებრივი მდგომარეობა (ოლიგარქია, პლუტოკრატია),
- ოჯახური კავშირები (ნეპოტიზმი),
- სოციალური წარმომავლობა (არისტოკრატია),
- პოლიტიკური კუთვნილება (ქრონიზმი)
- ან სხვა პრივილეგიები.
👉 მერიტოკრატიის მთავარი იდეაა სამართლიანობა, თანაბარი შესაძლებლობები და დამსახურებაზე დაფუძნებული წარმატება.
🌟 რატომ მერიტოკრატიის სკოლა?
მერიტოკრატიის სკოლა განკუთვნილია IX–XII კლასის მოსწავლეებისთვის და მიზანია მათი მომზადება წარმატებული კარიერის, ცხოვრებისა და კონკურენტუნტულ პირობებში ღირსეული ადგილის დამკვიდრებისათვის საკუთარი ნიჭის, უნარების, დამსახურებისა და მიღწევების ხარჯზე.
მიზნის მისაღწევად სასწავლო პროგრამის პრიორიტეტებია:
🎯პროფესიული ორიენტაცია და კარიერის დაგეგმვა – მოსწავლეები ისწავლიან საკუთარი ინტერესებისა და შესაძლებლობების შეფასებას, პროფესიების ანალიზს და გრძელვადიანი გეგმების დასახვას, რათა რაციონალურად განსაზღვრონ უნივერსიტეტში სწავლისა და შრომის ბაზარზე დამკვიდრების გზა. პროფესიული ორიენტაცია და კარიერის დაგეგმვა/მერიტოკრატიის სკოლა – ალუდა გოგლიჩიძე
🚀 შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანობა – მოზარდები დაეუფლებიან მთელი სიცოხლის მანძილზე სწავლის საკვანძო კომპეტენციებს (წიგნიერება, სოციალურ-ემოციური, სამეწარმეო და სხვა), რათა იყვნენ მოთხოვნადი მუდმივად ცვალებად და კონკურენტულ შრომის ბაზარზე/გარემოში. კონკურენტუნარიანობა შრომის ბაზარზე/მერიტოკრატრიის სკოლა – ალუდა გოგლიჩიძე
💡პრობლემების გადაჭრა, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება – მოსწავლეები შეძლებენ პრობლემების ანალიზს, მათი გადაჭრის ინოვაციურ ხედვებზე დაფუძნებული ალტერნატივების შემუშავებას, პრიორიტეტებისა და გადაწყვეტის ეფექტიანი გეგმების განსაზღვრას, ზრუნვას საკუთარი და საჯარო კეთილდღეობისთვის. პრობლემების გადაჭრა, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება – მერიტოკრატიის სკოლა – ალუდა გოგლიჩიძე
🧭 ლიდერობა, ემოციური ინტელექტი და ოპტიმალური თვითდამკვიდრება – მოზარდები საკუთარ თავში აღმოაჩენენ ახალ შესაძლებლობებს, შეიძენენ კონფლიქტების მართვის, ეთიკურ ღირებულებებზე დაფუძნებული ინიციატივების დასახვის, სხვათა მოტოვირებისა და ინტელექტუალური პოტენციალის რეალიზებისათვის საჭირო უნარებს. ლიდერობა, ემოციური ინტელექტი და ოპტიმალური თვითდამკვიდრება – ალუდა გოგლიჩიძე
🤝დემოკრატიული ღირებულებები და თვითმმართველობა – სასწავლო პროცესი წარიმართება თანასწორობის, სამართლიანობისა და თანამშრომლობის პრინციპებზე და შედეგად მოსწავლეები პრაქტიკულად ისწავლიან თვითმმართველობასა და პასუხისმგებლობის გაზიარებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მომზადებასა და განხორციელებას. 🔎 ავტონომიურობა, დემოკრატიული ღირებულებები და თვითმმართველობა… – ალუდა გოგლიჩიძე
- 📚 როგორ ისწავლი?
- 👉ინტერაქტიული დისკუსიები, როლური თამაშები და გუნდური პროექტები.
- 👉რეალური პრობლემების გადაჭრა და ინიციატივების შექმნა.
- 👉მენტორინგი და შეხვედრები სხვადასხვა სფეროს წარმატებულ ექსპერტებთან.
- 👉საკუთარი პორტფოლიოს შექმნა – მომავალი კარიერისთვის.
- 📌 რატომ არის პორტფოლიო მნიშვნელოვანი?
- პორტფოლიო (პირადი საქაღალდე), სადაც მოიყრის თავს ინფორმაცია მოზარდის გამოცდილებაზე, მიღწევებზე, უნარებზე და იმ აქტივობებზე, რომლებშიც მონაწილეობდა (ესსე, მცირე კვლევა, პროექტი, ნაშრომი ან სხვა შემოქმედებითი პროდუქტი), მას დაეხმარება:
- 👉 საკუთარი განვითარების გზის დაფიქსირებაში;
- 👉 ახალი უნარებისა და მიღწევების წარმოჩენაში;
- 👉 მომავალში — უნივერსიტეტში აპლიკაციის წარდგენასა და/ან დაფინანსების მოპოვებაში (საქართველოშიც და უცხოეთშიც), განსაკუთრებით ისეთ პროფესიებზე, როგორებიცაა: სახელმწიფო მართვა, ბიზნესის ადმინისტრირება და სხვა.
- 🎓 დამატებითი შესაძლებლობები
- 👉წარმატებული მონაწილეები მიიღებენ სერტიფიკატს
- 👉ექნებათ უპირატესობა კომპანიის სხვა პროექტებში მონაწილეობისას
- 👉მხარდაჭერა სასკოლო პროექტების განხორციელებაში
- 👨🏫 სასწავლო კურსის ფასილიტატორი
- სასწავლო პროცესს წარმართავს ალუდა გოგლიჩიძე – „მოძრაობა მერიტოკრატიისთვის“ ინიციატორი, კომპანია „წარმატების პლათფორმა – საქართველოს“ დირექტორი და კავკასიის უნივერსიტეტის აფილირებული ასოცირებული პროფესორი, განათლების სფეროსა და ახალგაზრდულ პოლიტიკაში მრავალწლიანი გამოცდილებით, არა ერთი მიმართულებით საგანმანათლებლო პროგრამებისა და პროექტების ავტორი და განმხორციელებელი (www.aludagoglichidze.ge)
🎯დამატებითი ინფორმაცია და რეგისტრაცია: forms.gle/KGxFSa1qxu4VuqQMA
✨ შეუერთდი მერიტოკრატიის სკოლას და გახდი შენი მომავლის არქიტექტორი!
- 🔗 დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
- მობილური: 598386388
- ელ. ფოსტა: meritocracy.georgia@gmail.com
- www.aludagoglichidze.ge