მერიტოკრატიის სკოლის ერთ-ერთ პრიორიტეტს შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანობა წარმოადგენს.
მერიტოკრატიული სისტემა შესაძლებლობებს უხსნის ყველაზე კვალიფიციურ და შრომისმოყვარე ადამიანებს. წარმატებისთვის გადამწყვეტია მხოლოდ შენი პროფესიონალიზმი და კომპეტენტურობა.
ამიტომ, მერიტოკრატიის სკოლის უმთავრესი პრიორიტეტია შენში მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის რვა საკვანძო კომპეტენციის გამომუშავება:
- წიგნიერების, მულტილინგვურობისა და STEM კომპეტენციები უზრუნველყოფს შენს ერუდირებულობასა და ინფორმირებულობას.
- სწავლის სწავლა, ციფრული და სამეწარმეო კომპეტენციები განაპირობებს შრომის ბაზარზე შენზე მუდმივად მაღალ მოთხოვნას.
- სოციალურ-ემოციური, მოქალაქეობისა და კულტურული გაცნობიერებულობის კომპეტენციები კი დაგეხმარებათ სიკეთეების შექმნაში, როგორც საკუთარი თავისთვის, ასევე სხვებისთვის.
სწორედ ეს საკვანძო კომპეტენციებია იმის წინაპირობა, რომ იყო კონკურენტუნარიანი მუდმივად ცვალებად შრომის ბაზარზე.
შემოუერთდი მერიტოკრატიის სკოლას და დაიწყე შენი წარმატების ისტორია ჩვენთან ერთად!