ალუდა გოგლიჩიძე
  • მთავარი
  • კარიერა
    • განათლება
    • არაფორმალური განათლება
    • სამუშაო გამოცდილება
    • აკადემიური საქმიანობა
    • საზოგადოებრივი ცხოვრება
  • პორტფოლიო
    • კვლევები და პოლიტიკის დოკუმენტები
    • ტრენინგები
    • პროექტები
    • გამოცემები, ნაშრომები, სტატიები
  • აქტივობები
  • ბლოგი
    • მომავლის ლიდერები მშვიდობისა და სამართლიანობისთვის
      • შეხვედრა მოსწავლეებთან ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლაში
      • შეხვედრა ახალი ქართული სკოლის მოსწავლეებთან
  • მთავარი
  • /
  • წარმატების პლათფორმა
  • /
  • მერიტო-სკოლა
  • /
  • 1) ვისთვის არის მერიტოკრატიის სკოლა?
  • /
  • ხარ VII–XII კლასის მოსწავლე და გაინტერესებს?

ხარ VII–XII კლასის მოსწავლე და გაინტერესებს?

11 თებერვალი, 2026 No Comments 1) ვისთვის არის მერიტოკრატიის სკოლა?

🎯 ხარ VII–XII კლასის მოსწავლე და გაინტერესებს:

→ დამოუკიდებლად მიიღო გონივრული გადაწყვეტილებები ისე, რომ არ იყო დამოკიდებული შემთხვევით გარემოებებზე, თავად განსაზღვრო საკუთარი მომავალი და რეალიზდე, რათა საზოგადოებაში დაიმკვიდრო ღირსეული ადგილი  საკუთარი ნიჭის, უნარებისა და შრომის დამსახურებით?

→ სწორად აირჩიო პროფესია და ცხოვრების გზა?

→ იყო კონკურენტუნარიანი გრძელვადიან პერსპექტივაში?

→ ეფექტიანად გადაჭრა პრობლემები და დაინახო შესაძლებლობები იქ, სადაც სხვები დაბრკოლებას ხედავენ?

→ გახდე ემოციურად ძლიერი ლიდერი და დაიმკვიდრო ადგილი ღირსეულად?

→ ჩამოყალიბდე დამოუკიდებელ, პასუხისმგებლიან და სამართლიან პიროვნებად?

✨ თუ შენი პასუხი დადებითია, მაშინ მერიტოკრატიის სკოლა სწორედ შენთვისაა!

🔍 ვისთვის არის მერიტოკრატიის სკოლა?

მერიტო-სკოლა იდეალურია მოზარდებისთვის, რომლებსაც მხოლოდ „კარგი ნიშნები“ არ აკმაყოფილებთ და ორინეტირებული არიან ღირსეულ თვითთდამკვიდრებაზე, მათთვის ვისაც:

  1. ჯერ კიდევ არ აურჩევია პროფესია და ფიქრობს, როგორ დაგეგმოს საკუთარი ცხოვრების გზა;
  2. სურს იყოს კონკურენტუნარიანი და წარმატებული შრომის ბაზარზე საქართველოშიც და უცხოეთშიც;
  3. აინტერესებს რაციონალური გადაწყვეტილებების მიღება, პრობლემების გადაჭრა შემოქმედებითად და დილემების გარდაქმნა შესაძლებლობებად;
  4. აინტერესებს ემოციების მართვა, საკუთარი ინტერესების დაცვა და გავლენის გაფართოება უკანდახევისა და სხვებზე თავდასხმის გარეშე;
  5. სურს შეინარჩუნოს ინდივიდუალიზმი, იყოს პასუხისმგებლიანი ლიდერი და იზრუნოს არა მარტო საკუთარ კეთილდღებაზე, არამედ სხვებისთვის სიკეთეების შექმნაზეც.

🤝 როგორი ბავშვებისთვისაა მერიტოკრატიის სკოლა?

ჩვენთან ყველა პოულობს საკუთარ ადგილს, განსხვავებულობას განვიხილავთ მხოლოდ სიძლიერედ, თანამშრომლობისა და გუნდური მუშაობის კარგ შესაძლებლობად. ხშირად, რეალურ ცხოვრებაში, მათ შორის სასკოლო გარემოში უფროსებს უჭირთ გაუმკლავდნენ ექსტროვერტი ბავშვების ატრიურობას და ინტროივერტი ბავშვების „პასიურობას“. მერიტო-სკოლაში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა გუნდურ მუშაობას და პროექტებს, რაც კარგი შესაძლებლობაა განსხვავებული ხასიათისა და ტემპერამენტის ბავშვებმა დაინახონ ერთმანეთის საჭიროება და თანამშრომლობის ხიბლი.

🔋 აღმოაჩინე შენი ტემპერამენტი ანუ ფსიქოტიპი: საიდან მოდის შენი ენერგია? გაიგე ექსტროვერტი ხარ თუ ინტროვერტი:

მერიტო-სკოლაში ჩვენ პატივს ვცემთ ინდივიდუალურ ბუნებას. იცი, საიდან იღებ ენერგიას?

მახასიათებელი ექსტროვერტი 🔋 ინტროვერტი 🔌
ენერგიის წყარო ხალხთან ურთიერთობა და აქტივობა სიმშვიდე, ფიქრი და მარტოობა
კომუნიკაცია ჯერ ამბობს, მერე ფიქრობს ჯერ ფიქრობს, მერე ამბობს
გარემო უყვარს ყურადღების ცენტრი ყოფნა ურჩევნია დაკვირვება და ანალიზი
სამუშაო სტილი გუნდური და დინამიკური ინდივიდუალური და სიღრმისეული

ხარ ამბივერტი? ეს „ოქროს შუალედია“ — შენ შეგიძლია სიტუაციის მიხედვით იყო როგორც აქტიური კომუნიკატორი, ისე ჩაფიქრებული დამკვირვებელი.

📝 პატარა ტესტი შენთვის: „ვინ ვარ მე?“

  1. გრძელი დღის შემდეგ:
    • ა) მინდა მეგობრებთან ერთად სადმე წასვლა (ექსტროვერტი)
    • ბ) მირჩევნია ჩემს ოთახში მარტო განვიტვირთო (ინტროვერტი)
  2. ახალ იდეაზე ფიქრისას:
    • ა) ხმამაღლა ვსაუბრობ, რომ აზრები დავალაგო (ექსტროვერტი)
    • ბ) ჯერ ჩემთვის ვწერ და მერე ვაზიარებ (ინტროვერტი)
  3. ახალ გარემოში:
    • ა) სწრაფად ვეცნობი ყველას (ექსტროვერტი)
    • ბ) ჯერ ვაკვირდები სიტუაციას (ინტროვერტი)

 

მერიტო-სკოლაში ჩვენ დაგეხმარებით, რომ შენი ხასიათის ტიპი შენს სიძლიერედ აქციო!

თუ შენ ხარ… „მერიტო-სკოლა“ დაგეხმარება:
ჩამფიქრებული / ინტროვერტი აღმოაჩინო შენი „უხილავი ძალა“, ისწავლო იდეების ეფექტური პრეზენტაცია და დაიმკვიდრო ადგილი ისე, რომ არ მოგიწიოს საკუთარი ბუნების შეცვლა.
ენერგიული / ექსტროვერტი ისწავლო ქარიზმის მართვა, გუნდური მუშაობის ხელოვნება და შენი ენერგიის მიმართვა სტრატეგიული ლიდერობისკენ.
ჯერ კიდევ ძიების პროცესში „გააცნობიერო“ შენი ნიჭი და ინტერესები, რათა დაზოგო დრო და იპოვო ის გზა, სადაც მუშაობა სიამოვნებას მოგანიჭებს.
ამბიციური და მიზანდასახული შეიძინო ის კომპლექსური (Hybrid) უნარები, რომლებიც გლობალურ ბაზარზე კონკურენტულ უპირატესობასა და მაღალ შემოსავალს მოგიტანს.

📝 პატარა ტესტი შენთვის: „როგორია შენი წარმატების ფორმულა?“

ამოირჩიე პასუხი, რომელიც ყველაზე მეტად შეგეფერება:

  1. როდესაც ახალ პროექტზე ან იდეაზე ფიქრობ, შენ…
    • ა) გირჩევნია მარტო, მშვიდად დაამუშაო დეტალები და მერე აჩვენო სხვას.
    • ბ) მაშინვე იწყებ სხვებთან ლაპარაკს, რომ იდეა „გაცოცხლდეს“.
    • გ) ჯერ გეგმავ ნაბიჯებს და მერე ეძებ გუნდს მის განსახორციელებლად.
  2. როდესაც რთული არჩევანის წინაშე დგახარ (მაგალითად, პროფესიის არჩევისას)…
    • ა) დიდხანს აანალიზებ, კითხულობ და ცდილობ შეცდომა არ დაუშვა.
    • ბ) ენდობი ინტუიციას და იმას, რაც იმ მომენტში ყველაზე მეტად გაინტერესებს.
    • გ) აფასებ შენს რესურსებს, ბაზრის მოთხოვნებს და ეძებ ოქროს შუალედს.
  3. გუნდური მუშაობის დროს შენთვის ყველაზე კომფორტულია…
    • ა) იყო „ტვინი“ — აკეთო საქმე ხარისხიანად და მშვიდად.
    • ბ) იყო „ძრავა“ — მოახდინო სხვების მოტივირება და წარმართო პროცესი.
    • გ) იყო „არქიტექტორი“ — დაალაგო სისტემა ისე, რომ ყველამ თავისი საქმე აკეთოს.

✨ რას ნიშნავს შენი პასუხები?

  • თუ ჭარბობს „ა“ (ანალიტიკოსი): შენი სიძლიერე სიღრმეშია. მერიტო-სკოლა დაგეხმარება, რომ შენი ცოდნა და ხარისხიანი ნამუშევარი სხვებისთვისაც ხილული გახდეს და მოიპოვო აღიარება ზედმეტი ხმაურის გარეშე.
  • თუ ჭარბობს „ბ“ (აქტივატორი): შენ გაქვს ბუნებრივი ქარიზმა. ჩვენ გასწავლით, როგორ დაამატო ამ ენერგიას სტრატეგიული დაგეგმვა და ემოციური ინტელექტი, რომ გახდე ნამდვილი, გავლენიანი ლიდერი.
  • თუ ჭარბობს „გ“ (სტრატეგი): შენ უკვე ფიქრობ როგორც მერიტოკრატი! პროგრამა მოგცემს იმ ინსტრუმენტებს (SWOT, SMART, პორტფოლიო), რომლებიც შენს რაციონალურობას მასშტაბურ წარმატებად აქცევს.

💡 მშობლებისთვის:

ეს პროგრამა არის ინვესტიცია თქვენი შვილის სოციალურ და პროფესიულ კაპიტალში.

ჩვენ არ ვცვლით ბავშვის ხასიათს — ჩვენ ვეხმარებით მათ, რომ საკუთარი ინდივიდუალობა (იქნება ეს სიმშვიდე/ინტროვერტობა თუ აქტიურობა/ექსტროვერტობა)  მთავარ კონკურენტულ უპირატესობად აქციონ.

მერიტო-სკოლა არის გზა, სადაც მოზარდი სწავლობს, როგორ იყოს წარმატებული საკუთარი თავის ერთგულებით.

გაზიარება:
წინა მომდევნო

კომენტარის დამატება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

არქივი

  • თებერვალი 2026
  • იანვარი 2026
  • დეკემბერი 2025
  • ნოემბერი 2025
  • ოქტომბერი 2025
  • სექტემბერი 2025

პროფილი

  • ბავშვობა
  • ოჯახი
  • გვარი
  • სიმბოლოები
  • ისტორიები

ღირებულებები

  • სამართლიანობა
  • დემოკრატია
  • მშვიდობა
  • მერიტოკრატია
  • კონკურენტუნარიანობა

მნიშვნელოვანი ინფორმაცია

  • დონაცია
  • მოხალისეობა
  • მხარდაჭერა
  • რესურსები
  • კონტაქტი
Facebook-f Linkedin Youtube Instagram

© 2025 Aludagoglichidze.ge | ყველა უფლება დაცულია