შეხვედრა მწვანე სკოლის მოსწავლეებთან
19 ნოემბერს ძალიან საინტერესო შეხვედრა მქონდა მწვანე სკოლის (საბურთალო) მოსწავლეებთან თემაზე „მომავლის ლიდერები მშვიდობისა და სამართლიანობისთვის“, რომლის ფარგლებშიც მოზარდებს გავაცანი მერიტო-სკოლის და მშვიდობის სკოლის პროგრამები. ტრადიციულად პროცესი ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა.

